აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა
აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

A+ A-

15:33 15/12/2020

გლობალური ბაზრები იზრდება, რადგან აშშ -ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. “ბრექსიტზე” მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება და გერმანია საშობაო სრულ ჩაკეტვაზე გადადის.

 

 ორშაბათი, 2020 წლის 14 დეკემბერი

1) რას უნდა ველოდოთ დღეს

2) გუშინდელი აქცენტები

3) აშშ - მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

 

რას უნდა ველოდოთ დღეს

გლობალური კაპიტალის ბაზრები კვირას ფასების უფრო მაღალი ნიშნულით იწყებენ, რადგან აშშ  Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინის გავრცელების პირველ ტალღას უძღვება (მეტი ქვემოთ). აღდგენითი ვაჭრობა ძალას იკრებს: ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ფინანსური ბირჟებს თამასა აეწიათ, ხოლო ტექნოლოგიურ ბაზარს ჯერჯერობით პაუზა აქვს აღებული. აშშ-ს სახაზინო შემოსავლებისა და ნავთობის ნიშნული ასევე მაღლა ადის, ვინაიდან ეკონომიკური აღდგენაზე ფსონები ცხოველდება. 

,,ბრექსითის’’ მოლაპარაკებებს დრო კვლავ დასჭირდება. თუმცა, ბრიტანული მარკეტები მოსალოდნელი ცუდი ვარიანტისთვის მომზადებას აქედანვე იწყებენ, იმარაგებენ რა საკვები სახისა თუ სხვა პროდუქტებს, ვინძლო მოლაპარაკებები რიგიანად არ დასრულდა. კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიაში ახალი მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები ოთხშაბათიდან ამოქმედდება და შობის ჩათვლით გაგრძელდება, რათა ვირუსის მძაფრი გავრცელება შეფერხდეს.

ამერიკელმა კანონმდებლებმა უიქ-ენდის წინა დღეები $750-მილიარდიანი სტიმულირების შემცირებული გეგმის მიღებაზე ძალისხმევის შელევას მოანდომეს, სანამ სახლებში შაბათ-კვირის გასატარებლად გაეშურებოდნენ. მათ პარასკევს მხარი დაუჭირეს მთავრობის მუშაობის კიდევ ერთი კვირით გადავადებას, რომელსაც, იმედია, უფრო ნაყოფიერად გამოიყენებენ.

დღის მთავარი აქცენტები

Reuters-ის შოკისმომგვრელი ცნობის მიხედვით, აშშ-ს ხაზინისა და კომერციის დეპარტამენტის შიდა საფოსტო ტრაფიკს ჰაკერები აკვირდებოდნენ. გამომძიებლები თვლიან, რომ ამაში რუსეთის ხელი ერია. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, იგი შესაძლო პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსწორებაზე მუშაობს, ხოლო სავაჭრო დეპარტამენტის სპიკერმა NBC News-ის მიმართებით დარღვევის შემთხვევა დაადასტურა.

,,ბრექსითის’’ სავაჭრო გარიგებათა შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივი დედლაინი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიწევა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარეთა პოზიციები ,,რამდენიმე საკვანძო საკითხთან დაკავშირებით კვლავ ძირეულად განსხვავდება" და ჯერჯერობით, შეთანხმების მიუღწევლობა ყველაზე მოსალოდნელ ვარიანტად მოჩანს. გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს მთავრდება, რა დროიდანაც ძალაში მსო-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) წესები შევა.

შეტყობინებების პლატფორმა Reddit მოკლე ფორმატის ვიდეოს გაზიარების ბაზარზე შემოდის, ყიდულობს რა Dubsmash-ს. გერმანული სოციალური მედია-აპლიკაცია დამოუკიდებლად დარჩება, ვიდეოს შექმნის ინსტრუმენტები კი Reddit-თან ინტეგრირდება. TikTok–ის მეტოქეს მოხმარების ზრდის მხრივ 2020 წელს დარტყმა მიადგა ინდოეთსა და აშშ-ში, როდესაც მთავრობებმა ჩინურ აპლიკაციას უსაფრთხოების თვალსაზრისით შეუტიეს.

AstraZeneca-მ შაბათ-კვირას იშვიათ დაავადებებში სპეციალიზებული Alexion Pharmaceuticals $39 მილიარდად ყიდვა დააანონსა, რის შედეგადაც დღეს მისი აქციებმა ვარდნა დაიწყო. ბრიტანულ-შვედური გიგანტისთვის ეს ყველაზე მასშტაბური გარიგებაა 1999 წლის (დაარსების თარიღი) შემდეგ, და COVID-19-ის ვაქცინის ბაზარზე გატანას ემსახურება.

ბრიტანულ გეიმ-დეველოპერ Codemasters-სთვის სატენდერო ომში Electronic Arts-მა მეტოქე Take Two-ზე გაიმარჯვა. EA 1.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის, მაშინ როცა Take Two $971 მილიონზე იყო თანახმა. Codemasters ისეთი პოპულარული ვიდეოთამაშების ფრენჩაიზების უკან დგას, როგორებიცაა Formula One, DiRT, DiRT Rally, Grid და Project Cars. ეს თამაშები დაემატება EA-ს პორტფელს, რომელიც Need for Speed-ის ​​ფრენჩაიზსა და მობილურის სათამაშო აპლიკაცია Real Racing-ს მოიცავს.

მსხვილი იაპონური მწარმოებლების ბიზნესგანწყობა ზედიზედ მეორე კვარტლის მანძილზე გაუმჯობესდა, თანაც იმ ტემპით, როგორიც 2002 წლის მერე არ დაფიქსირებულა. ცენტრალურ ბანკ Tankan-ის კვლევამ ამა წლის სექტემბერში -27-დან დეკემბრის -10-მდე ზრდა დააფიქსირა, რაც ანალიტიკოსთა მიერ ნავარაუდებ -15-თან შედარებით ბევრად უკეთესი მაჩვენებელია (იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა). მსხვილი არა-მწარმოებლების ბიზნესგანწყობა -12-დან -5-მდე გაიზარდა, რაც აგრეთვე უკეთესი შედეგი აღმოჩნდა პროგნოზისეულთან შედარებით.