ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი
ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

A+ A-

13:45 16/12/2020

ევროპისა და აშშ-ს ბაზრები ახალი სტიმულირების პაკეტის შემოთავაზებამ გაზარდა, მიუხედავად ორივე კონტინენტზე შეზღუდვების გამკაცრებისა.

სამშაბათი, 2020 წლის 15 დეკემბერი

1. რას უნდა ველოდოთ დღეს

2. გუშინდელი დღის აქცენტები

3. მძიმე შეზღუდვები ბრუნდება

რას უნდა ველოდოთ დღეს

ევროპასა და აშშ-ს კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა, რადგან ინვესტორები განიხილავენ, აქვს თუ არა შანსი ვაშინგტონის უახლეს სტიმულირებას. 748 მილიარდი დოლარის სტიმულირების პაკეტი, რომელსაც შესაძლოა რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მხარს უჭერენ. 

ვაქცინის შექმნა დაიწყო ამერიკაში, Pfizer–ის ახალმა ვაქცინამ აშშ–ში გაზარდა ფარმაცევტული კომპანიების აქციები, რომლებიც დღეს უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ. Moderna-ს mRNA-1273 COVID-19 ვაქცინა FDA-მ დაადასტურა საგანგებო მდგომარეობის გამო, და ის ახლა სააგენტოს ვაქცინებისა და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო კომიტეტში გადადის განსახილველად.

ფედერალური სარეზერვო სისტემა, ინგლისის ბანკი და იაპონიის ბანკი დღეს და ხვალ დაიწყებენ პოლიტიკურ შეხვედრებს. საპროცენტო განაკვეთები არ შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ეს ბანკები ხარჯვას არ შეამცირებენ.

დღის მთავარი აქცენტები

908 მილიარდი დოლარის სტიმულირების პაკეტის აშშ-ს ორპარტიულმა ჯგუფმა ის ორად გაყო, კონგრესში მხარდაჭერის მოპოვების იმედით. 160 მილიარდი დოლარის ღირებულების წინადადება შეიცავს ორ საკითხს, რაზეც რესპუბლიკელები და დემოკრატები არ ეთანხმებიან - სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობის დახმარება და ბიზნესის პასუხისმგებლობის დაცვა - ხოლო 748 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა კანონპროექტი მოიცავს ყველაფერს, თავდაპირველი კანონპროექტიდან, PPP–ის მეორე რაუნდის ჩათვლით, გაფართოებული უმუშევრობის შეღავათები და გასახლების გახანგრძლივებული მორატორიუმი.

ევროკომისია აპირებს გამოაქვეყნოს კანონპროექტი Big Tech კომპანიების უფრო მკაცრად რეგულირების მიზნით. შემოთავაზებული ციფრული მომსახურების კანონის (DSA) და ციფრული ბაზრების აქტის (DMA) თანახმად, ფირმები დაჯარიმდებიან წლიური ბრუნვის 10% –მდე კონკურენციის წესების დარღვევის გამო ან მთლიანად აიკრძალებიან ევროკავშირის ბაზრებზე კანონის სერიოზული და განმეორებითი დარღვევის გამო. AFP იტყობინება.

Apple გეგმავს 96 მილიონამდე iPhone–ის წარმოებას 2021 წლის პირველ ნახევარში, რაც თითქმის 30%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება Nikkei. ძირითადი ნაწილების ნაკლებობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამიზნეს, განაცხადეს წყაროებმა. სავარაუდო პროგნოზი იმაზე მეტყველებს, რომ 2021 წელს 230 მილიონამდე iPhone–ის დამზადებას აპირებს, მათ შორის, როგორც ძველი, ასევე ახალი მოდელების.

აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ დაავალა 9 ინტერნეტ პლატფორმას იმის ახსნა, თუ რას აკეთებენ ისინი პერსონალური მონაცემებით, მათი რეკლამირება და მომხმარებლების ჩართულობის პრაქტიკა როგორ მოქმედებს ბავშვებსა და თინეიჯერებზე. კომპანიებში შედის Amazon, TikTok მშობელი კომპანია ByteDance, Discord, Facebook, WhatsApp, Reddit, Snap, Twitter და YouTube.

ოქტომბრის სამი თვის განმავლობაში ბრიტანეთის უმუშევრობის დონე 4.9%-მდე გაიზარდა და მიაღწია რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს - 370,000-ს. ეს მოხდა, 5 ნოემბრამდე, სანამ ახალი შეზღუდვები გამოქვეყნდებოდა და ჩაიკეტებოდა ქვეყანა.

Oracle–ის თანადამფუძნებელი, ლარი ელისონი, სილიკონის ველის უკანასკნელია, რომელიც კალიფორნიიდან გადავიდა Tesla– ს გენერალური დირექტორის, ელონ მასკის შემდეგ. Oracle-მა და Hewlett Packard Enterprise-მა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ისინი თავიანთ შტაბს ტეხასში გადაადგილებდნენ. ჩვეულებრივ მოყვანილ მიზეზებში შედის დისტანციური სამუშაო, ცხოვრების დაბალი ღირებულება, ბიზნესისთვის შესაფერისი საგადასახადო პოლიტიკა / რეგულაციები და სხვ. ოსტინში, ტეხასში 2020 წელს თითქმის 40-მა კომპანიამ დაანონსა ლოკაციის შეცვლა, მათ შორისა ტესლას ახალი ქარხანა.

მძიმე შეზღუდვები

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომ გერმანია სამშაბათს 10 იანვრის ჩათვლით დააწესებს მკაცრ შეზღუდებს ქვეყნის მასშტაბით. უფრო მეტმა ეროვნულმა და ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა ამის შესახებ ამ კვირას.

დაახლოებით 34 მილიონი ადამიანი ბრიტანეთში, ლონდონის ჩათვლით, ხვალ ყველაზე მაღალი დონის Tier 3 შეზღუდვების ქვეშ მოხვდება. ნიუ-იორკმა დახურა შიდა სასადილო მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში და მერმა ბილ დე ბლაზიომ მოსახლეობას სთხოვა მოემზადონ "სრული დაბლოკვისთვის", რადგან ყოველდღიურმა დადასტურებულმა შემთხვევებმა 10 000-ს გადაჭარბა. ნიდერლანდებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, 19 იანვრამდე დაიხურა ყველა სკოლა და არასაჭირო მაღაზიები. იტალია გეგმავს შემდგომი შემაკავებელი ზომების მიღებას სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.

მთელს მსოფლიოში საშობაო დეკორაციების (შუქები, სანთლები, ხეები) ძიება იმაზე მეტია  ვიდრე ოდესმე Google– ის ისტორიაში ყოფილა. ეს იმიტომ ხდება, რომ ოჯახები დაშორებულები არიან, ხალხს ეშინია მაღაზიაში გასვლის და ყველას სურს, რომ რაც შეიძლება მხიარული გახადოს საკუთარი სახლი.

ნავთობის მოთხოვნის გაზრდა ვერ აღადგენს ნავთობს 2021 წელს: IEA

ვაქცინის გადაუდებელი გამოენების ნებართვის დამტკიცების მიუხედავად, საერთაშორისო ენერგიის სააგენტო 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნას, გასულ თვესთან შედარებით, უფრო მცირე ზრდაზე ელოდება.

მოხმარების დეფიციტი 3.1 მბ / წმ 2021 წელს 2019 წელთან შედარებით ძირითადად განპირობებულია თვითმფრინავის საწვავის/ნავთის მოთხოვნაზე, რადგან უფრო ნაკლები ადამიანი აირჩევს ფრენას. იმავდროულად, დაგეგმილია, რომ მოთხოვნა, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე, მომავალ წელს დაუბრუნდება 2019 წლის დონის 97-99% -ს.

ევროპაში მოთხოვნა Q420-ზე დაბალია ვიდრე Q320-ზე, რაც ხელახლა დაწესებული შეზღუდვების შედეგია.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) განცხადებით, ევროპა ყველაზე მეტად დაზარალდება გლობალური რეგიონებიდან ავიაკომპანიების დანაკარგების მიხედვით 2021 წელს (- $ 11,9 მილიარდი). მოსალოდნელია, რომ რეგიონში სამგზავრო მიმოსვლის ზრდა 47,5% იქნება, ამასთან, წყნარი ოკეანის აზია 50% და ჩრდილოეთ ამერიკის 60,5%.

ახალი ამბების თანახმად, ოქტომბერში აშშ–ს სამგზავრო ავიაკომპანიის ინდუსტრიაში ყველაზე ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს, დათარიღებული 1990 წლის იანვრიდან. სექტემბრის ბოლოს CARES Act პროგრამის ამოწურვის შემდეგ ოქტომბერში დაიკარგა თითქმის 37,000 სამუშაო ადგილი.

4 / დიდი ციფრიო3.7%

ეს არის აშშ–ს მომხმარებელთა ხარჯვის ზრდის მოლოდინი მომავალი წლისთვის, ნათქვამია New York Fed–ის ნოემბრის კვლევაში. ეს არის ყველაზე მაღალი დონე, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხ წელში და გასული თვის ზრდა ძირითადად იმ ადამიანებმა გამოიწვიეს, რომელთა შინამეურნეობების შემოსავლები 50 000 აშშ დოლარზე დაბალია.

საინტერესოა, რომ ხარჯვის გეგმებმა დიდი წვლილი შეიტანა, მიუხედავად მაღალი შემოსავლისა და მოგების ზრდის მოლოდინისა. პირველად 2020 წლის ივლისის შემდეგ, საშუალო ალბათობა იმისა, რომ აშშ–ს უმუშევრობის დონე უფრო მაღალი იქნება, ოქტომბერში 35,4%–დან ნოემბრის 40,1%–მდე გაიზარდა. ამასთან, რესპონდენტებს გაუუმჯობესდათ სამუშაო უსაფრთხოების მოლოდინები. ალბათობა იმისა, რომ აშშ-ს საფონდო ფასები წელიწადში უფრო მაღალი იქნება, 2019 წლის აგვისტოდან ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ინფლაციის მოლოდინი 12 თვის განმავლობაში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 3.0% შეადგინა.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა