კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა
კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

A+ A-

16:21 17/12/2020

ბაზრები იზრდება, რადგან კანონმდებლები ცდილობენ “ბრექსიტის” მოლაპარაკებებსა და აშშ-ს სტიმულირების პაკეტის შესახებ შეთნახმების მიღწევას.

ოთხშაბათი, 2020 წლის 16 დეკემბერი

1. რას უნდა ველოდოთ დღეს

2. გუშინდელი დღის მთავარი აქცენტები

3. Fed-ის განცხადება

რას უნდა ველოდოთ დღეს

გლობალური სააქციო კაპიტალის ბაზრები ძირითადად უფრო მაღალ ნიშნულს აღწევენ, ლიდერობენ რა ევროპული ინდექსებით. შესაძლოა ეს ,,ბრექსითის’’ მოლაპარაკებებში პროგრესს მოასწავებდეს. სტიმულირების შესახებ ვაშინგტონის მოლაპარაკებებში ასევე ძვრა შეინიშნება, ვინაიდან კანონმდებლებმა $748-მილიარდიანი პაკეტის განხილვა დაიწყეს, რომელიც მცირე ბიზნესის, უმუშევრობის დაზღვევის, ვაქცინის გადანაწილების, განათლების დაფინანსებისა და ქირის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.

მერყეობა ბაზრებზე ფედერალური რეზერვების განცხადების შემდეგ

აშშ-ს სააქციო ბაზრები მოგებებსა და ზარალებს შორის ირყევა. დასრულდა პერიოდი, რომლის დროსაც ინვესტორები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ მონეტარული პოლიტიკის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებასა და მისავე დაპირებას შორის, რომ გააგრძელებდნენ სახელმწიფო და იპოთეკური ობლიგაციების შესყიდვას (იხილეთ ქვემოთ). ფედერალური რეზერვები ეკონომიკური აღმავლობის ნიშნებს ხედავს, რის გამოც მზარდი ტემპის შესახებ პროგნოზები განაახლა. ეს შესაძლოა ზოგიერთმა ინვესტორმა მიიღო როგორც სიგნალი იმისა, რომ ეს ამბები მოსალოდნელზე მალე დასრულდება.

აშშ-ში საცალო ვაჭრობა, მაღაზიებში, რესტორნებსა თუ ინტერნეტში შენაძენების მოცულობის მიხედვით, ნოემბერში 1.1%-ით დაეცა, რადგან მომხმარებლები უფრო სიფრთხილეს იჩენდნენ. ოქტომბრის გაყიდვების გადახედვის შემდეგ, 0,1%-იანი შემცირება დადგინდა, როცა წინა შეფასებით 0.3% –იანი ზრდა იყო დაფიქსირებული. გაყიდვების მოცულობა ნოემბერში 4.1% -ით მეტი იყო, ვიდრე შარშან ამ დროს. მაგრამ სულ უფრო იკვეთება ნიშნები იმისა, რომ ეკონომიკური სიძლიერის საძირკველი ტორტმანს დაიწყებს.

რაც რყევას არ განიცდის - ეს ინვესტორთა განწყობაა ბიტკოინის მიმართ. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. უფრო და უფრო მეტი მემკვიდრეობითი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს და ყიდულობს მას. როგორც ყოველთვის, ბიტკოინი არაპროგნოზირებადია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ,,HODL'er’’-ებმა ძალიან კარგად იმუშავეს. 10 წლის წინანდელი 10.000-დოლარიანი ინვესტიცია ურიგოდ არ გამოიყურება.

დღის მთავარი ამბები

დეკემბერში ევროზონის კერძო სექტორის საქმიანობამ მოლოდინებს გადააჭარბა, როდესაც Flash Composite PMI-მ (შემსყიდველი მენეჯერების ინდექსი) ბოლო 2 თვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 49.8-ს მიაღწია ( ნოემბერში3-ს უდრიდა) ეკონომიკის დასტაბილურების ფონზე. გაგრძელდა წარმოების პროდუქციის ზრდის ტენდენცია, მომსახურების სექტორში კი სექტემბრის შემდეგ აქტივობის შემცირების ყველაზე მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა. ახალი ცნობების მიხედვით, 2018 წლის შემდეგ ევრომ 1.22 დოლარს პირველად გადააჭარბა.

დეკემბერში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური აქტივობის ხელახალი მატება შეინიშნება - Composite PMI-ს ნიშნული 49-დან (ნოემბერი) 50.7-მდე ავიდა. მანუფაქტურული წარმოება გაიზარდა, - ნაწილობრივ ,,ბრექსითისგან’’ გამოწვეული დასაწყობების პროცესის გამო. ამავე დროს, მომსახურების სექტორში აქტივობამ პანდემიასთან დაკავშირებული ზომების გამო მოიკლო.

Vanguard Total Stock Market Index (VITSX) პირველი სააქციო ფონდია, რომელმაც 1 ტრილიონი დოლარის ნიშნული გადალახა. 1992 წლის (დაარსების თარიღი) ბოლოსთვის ორგანიზაცია აქტივებით 512 მილიონ დოლარს ფლობდა. მის შემდგომი პოპულარობა, ძირითადად, დაბალი გადასახადებითა და ფართო დივერსიფიცირებითაა განპირობებული.

ნოემბერში ტრამპის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე, ,,MSCI’’ თავისი ინდექსებიდან 10 ჩინურ კომპანიას შლის. კომპანიებს, რომელთა სიაში ქვეყნის ყველაზე დიდი ჩიპების მწარმოებელი გიგანტი ,,SMIC’’-ც ირიცხება, ჩინეთის სამხედრო ძალების ლობირებაში ედებათ ბრალი. ამერიკელ ინვესტორებს მომავალი წლიდან მათი წილების ფლობა აეკრძალებათ. ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც ცნობები გავრცელდა ,,SMIC’’-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგომის შესახებ, კომპანიის აქციები დაეცა.

მაკკენზი სკოტმა, ,,Amazon’’-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ, გასული ოთხი თვის განმავლობაში აშშ-ს 400-მდე ორგანიზაციას 4 მილიარდი დოლარი შესწირა. მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარმა ქალმა 2019 წლის მაისში ,,Giving Pledge’’-თან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით მისი ქონების თითქმის ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს.

სოციალური მედია-პლატფორმა Facebook ,,Super’’-ის სახელწოდებით ცნობილ ინსტრუმენტს ტესტავს. მისი საშუალებით, ადამიანები ცნობილ ადამიანებთან ინტერაქციის დამყარებას ფასიანი ლაივ-სტრიმინგის მეშვეობით შეძლებენ. Bloomberg-ის ცნობით, მნახველები ფეხის ქირას შემქმნელებს ციფრული სახის საჩუქრების შეძენის გზით გადაუხდიან, ან ლაივ-სტრიმის დროს მათთან ერთად ,,გამოჩნდებიან’’ კითხვის დასმის ან სელფის გადაღების მიზნით. შედარებისთვის, Cameo-ს სახელით ცნობილი სხვა აპლიკაცია საშუალებას იძლევა, გადაუხადოთ ვარსკვლავს და ატვირთოთ პირადი მოხმარების ვიდეოები, ან zoom call-ები, თავად კი ყველა ტრანზაქციიდან 25% -იან წილს იღებს. 2020 წელს, მსგავსი ,,შეკვეთებით’’ ყველაზე მეტი შემოსავალი ბრაიან ბაუმგარტნერმა, ბრიტანულ სერიალ ,,The Office’’-ის მსახიობმა დააგროვა ($1 მილიონი).

ინვესტორები თვალს მიადევნებენ FOMC-ის განცხადებას იმ გავლენის მაჩვენებლებზე, რასაც ვაქცინიზაციის ტალღა საზოგადო ხედვაზე ახდენს. ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქება და ახალი სტიმულირების პაკეტზე კონგრესის მუშაობის ჩიხში შესვლა ბორდში შეშფოთებას იწვევს. ასე უწყების უფროსმა ჯერომ პაუელმა შესაძლოა კიდევ ერთხელ მოიწვიოს პრესკონფერენცია  ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე.

3.9 მილიარდი დოლარი

ეს არის სააქციო ღირებულება კანაფის გიგანტისა, რომელიც ოთხშაბათს კანადური Tilray-სა და Aphria-ს ყველა აქციის გაერთიანებით შეიქმნა. ბოლო 12 თვის განმავლობაში 685 მილიონი დოლარის შემოსავლით, ის მსოფლიოში კანაფის უდიდესი კომპანია ხდება.

გაერთიანებული კომპანია ოპერირებას "Tilray"-ის სახელით გააგრძელებს, ივაჭრებს რა Nasdaq- ის ინდექსის ,,TLRY" ნიშნით. გარიგების პირობების თანახმად, ორი მშობელი კომპანიიდან უფრო დიდი ,,Aphria’’, 15 დეკემბერს ,,Tilray’’-ს დამატებით 23%-იან ანაზღაურებას  გადაუხდის,  (ბირჟის დახურვის დროიდელი ფასი - $7.87), მისი მოწილეების ხელში კი ,,Tilray’’-ის აქციების 62% გადავა. ,,Aphria’’–ს აღმასრულებელი დირექტორი ირვინ საიმონი ჯგუფის თავმჯდომარეობასა და საერთო აღმასრულებელი დირექტორის პოსტს შეითავსებს, ხოლო ,,Tilray’’– ის აღმასრულებელი დირექტორი ბრენდან კენედი ბორდის წევრი გახდება.

,,ნათელი გახდა, რომ ,,Aphria’’-ს კანადის მიღმა გაფართოება სჭირდებოდა, ,,Tilray’’-სთან გაერთიანება კი შესანიშნავი პასუხი იყო, რადგან ეს არის დიდი საერთაშორისო აქტივების მქონე, აშშ-ში ბაზირებული ბიზნესი”, - განაცხადა საიმონმა Bloomberg-თან საუბარში. სავარაუდოდ, საიმონს ,,Tilray’’-ის პორტუგალიაში განლაგებული 2.7 მილიონი კვადრატული ფუტის ულტრათანამედროვე წარმოება ჰქონდა მხედველობაში. ზოგიერთ ცნობით, ეს ,,გარიგების ერთ-ერთი მარგალიტია", რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ტარიფების გარეშე შესვლას უზრუნველყოფს. ,,Aphria’’ ამჟამად გერმანიაში სამედიცინო კანაფის დისტრიბუტორად გვევლინება.

აშშ-ში კომპანიას შეფუთული სამომხმარებლო საქონლის დიდი მოცულობის გარდა,  ექნება ინფრასტრუქტურა ორი სტრატეგიული საყრდენით: SweetWater Brewing Company და Manitoba Harvest". Bloomberg-ის წყაროები ასევე იტყობინებიან, რომ ახალი შტაბ-ბინა აშშ-ში გადავა, რადგან გაყიდვები ლოქდაუნის პერიოდში იზრდება, სულ მეტი შტატი კი პროდუქტს კანონიერად ცნობს, მიუხედავად ფედერალურ კანონთან წინააღმდეგობისა.

ლეგალიზების უამრავი საბაბი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს შტატების შემოსავლების კრიტიკული მდგომარეობა. ილინოისმა ახლახან ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ოქტომბერში კანაფის გაყიდვაზე გადასახადმა 22.88 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, შტატმა ალკოჰოლის გაყიდვების გადასახადებისგან  25.74 მილიონი დოლარი მიიღო. ილინოისი მიმდინარე წლის იანვარში მე-11 შტატი გახდა, სადაც მარიხუანა რეკრეაციული მიზნით მოხმარებისთვის ლეგალური გახდა. ნოემბრის არჩევნების პერიოდში, კიდევ ოთხმა შტატმა (ნიუ-ჯერსი, არიზონა, სამხრეთი დაკოტა და მონტანა) მიიღო დადგენილება მარიხუანას სრულად ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა კანონპროექტი ჯერ ძალაში არ შესულა.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი