FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"
FDA-მ  Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

A+ A-

17:03 18/12/2020

გლობალური კაპიტალის აქციები ზრდისადმი მიდრეკილებას ავლენენ, ვინაიდან ცენტრალური ბანკები საქმეში რჩებიან. დღეს კიდევ ერთ ვაქცინას აენთო მწვანე შუქი, აშშ-ს კანონმდებლები კი ძლიერ ახლოს არიან სტიმულირებაზე შეთანხმების მიღწევასთან. ამასობაში ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

ხუთშაბათი, 2020 წლის 17 დეკემბერი

1. რას უნდა ველოდოთ დღეს

2. დღის მთავარი ამბები

3. აშშ სტიმულირების პაკეტის დამტკიცებასთან ახლოსაა

რას უნდა ველოდოთ დღეს

გლობალური კაპიტალის ბაზრები ზრდისკენაა გადახრილი, ვინაიდან ინგლისისა და აშშ-ს ცენტრალური ბანკები კვლავინდებურად დებენ პირობას, რომ თავთავიანი კაპიტალის ბაზრების მხარდასაჭერად სახელმწიფო ბონდების ყიდვას განაგრძოენ. სტიმულირების შეთანხმების მიღწევა აშშ-ში ახლა ისე რეალურია, როგორც არადროს, - ამჟამად მოლაპარაკება პირდაპირ ანაზღაურებაზე მიმდინარეობს პანდემიისგან დაზარალებული ინდივიდებისა და შინამეურნეობებისათვის პირდაპირ ანაზღაურებაზე - სავარაუდოდ, წინანდელთან შედარებით დაბალზე. დრო გადის, კანონმდებლები პარასკევს ბოლო სამუშაო დღეს ასრულებენ, ვიდრე უიქ-ენდის შინ გასატარებლად გაეშურებიან. 

FDA-ს საკონსულტაციო პანელმა გადაწყვეტილება მიიღო და Moderna–ს mRNA კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ვაქცინის იმპულსი ძლიერია, თუმცა მიწოდებისა და გაგზავნის მექანიზმები კვლავ მუშავდება. ინვესტორები ფსონებს აკეთებენ იმაზე, რომ ეს მოხდება. ეკონომიკის მძლავრი აღდგენის იმედები მატულობს, მასთან ერთად კი, - სახაზინო შემოსავლები.

ხუთშაბათს ბიტკოინმა რეკორდულ მაჩვენებელს - $ 20.000-ს გადააბიჯა და $23.000-ს მიაღწია (იხილეთ ქვემოთ). მისი ინვესტორთა ბაზა სამი წლის წინანდელისგან ბევრად განსხვავებულია, მაგრამ ახლანდელი ე.წ. HODL’er-ები, რომლებიც მასზე იმედებს პირველივე დღეებიდან ამყარებდნენ, ,,The WHO’’-ს ცნობილი სიმღერისა არ იყოს, ,,პინბოლის მეფეებს’’ ჰგვანან.

დღის აქცენტები

ბრიტანულმა ბანკმა ,,The Bank of England’’-მა გადაწყვიტა, რომ მთავარი სასესხო პროცენტი ისტორიულად დაბალ, 0.1%-იან, ნიშნულზე შეინარჩუნოს. ცენტრალური ბანკი აქტივების შესყიდვათა სამიზნე აქციას 895 მილიარდ ფუნტ სტერლინგად აფასებს, ვინაიდან ,,ბრექსითის’’ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების საგა გრძელდება. სამომავლო პერსპექტივები კვლავ ,,უჩვეულოდ ბუნდოვანია"; მოსალოდნელია, რომ ბოლოდროინდელი შემზღუდველი რეგულაციები 2021 წლის პირველ მეოთხედში აქტივობებს ფასს აუწევს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, 42 წლის ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის ტესტისგან დადებითი პასუხი მიიღო. ის თვითიზოლაციის რეჟიმში შვიდი დღით გადაინაცვლებს და დისტანციურად განაგრძობს თავის საქმიანობას.

Roku-ს აქციები წინასაბაზროდ ზრდას იწყებს მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მიაღწია WarnerMedia-სთან შეთანხმებას ,,HBO Max’’-ის მის პლატფორმაზე გადატანის შესახებ. . 46 მილიონი აქტიური მომხმარებლით Roku სტრიმინგ-მოწყობილობათა ბაზარზე ლიდერს წარმოადგენს.

Facebook-ისა და Apple-ის კომპანიები კონფიდენციალურობის საკითხებთან დაკავშირებით PR-დაპირისპირებაში არიან ჩაბმულნი. Apple-ის ახალი iOS-ის ვერსია აპლიკაციებს აიძულებს, მომხმარებლისგან რეკლამის მიზანმიმართულად განთავსებისთვის ნებართვა მოითხოვონ. Facebook-ი აცხადებს, რომ ეს ბიზნეს-საქმიანობასა და ვებ-გვერდებზე უფასოდ წვდომას შეზღუდავს. საპასუხოდ Apple-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ იუზერებს ეს არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება.

ტეხასის გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი Google-ის მშობელ კომპანიას, Alphabet-ს რამდენიმე შტატისგან შემდგარი გაერთიანების სახელით უჩივის. საქმე ციფრული სარეკლამო ბაზრით შესაძლო მანიპულირებასა და ანტიმონოპოლური კანონების დარღვევას ეხება. ,,ამ ინტერნეტ-გიგანტმა თავისი ძალა ბაზრის მანიპულირებაში, კონკურენციის განადგურებასა და თქვენთვის, მომხმარებლისთვისთის ზიანის მიყენებაში გამოიყენა”, - დაწერა პაქსტონმა Twitter-ზე.

მას შემდეგ, რაც Tilray-მ და Aphria-მ ოთხშაბათს ორგანიზაციული შერწყმის შესახებ განცხადება გაავრცელეს, ე.წ. ,,მოკლე გაყიდვამ’’ თითოეული მათგანი მიმდინარე ფასში $46 მილიონითა და $9 მილიონით აზარალა. S3 Partners-ის მიხედვით, კანაფის აქციები წლის განმავლობაში $474 მილიონით შემცირდა, ხოლო წმინდა მოკლე დაფარვამ $630 მილიონი შეადგინა. ამ სექტორის მიმართ მოკლე ინტერესი ამჟამად85 მილიარდი დოლარს მოიცავს, Canopy Growth-ის, უმსხვილესი სამიზნე ორგანიზაციის, მიხედვით.

დავიწყოთ კარგი ამბით

განხილვის პროცესში მყოფი ბოლო შეთავაზება $900 მილიარდს მოიცავს. ზოგიერთი ცნობით, მასში შედის პირდაპირი სტიმულირების ჩეკი , ანუ მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილ $325 მილიარდი, ასევე,  დამატებით კვირაში 300 დოლარი უმუშევრობისგან დაზღვევის, ვაქცინით მომარაგების, განათლების, ტრანსპორტირებისა და ჯანდაცვისთვის. შედარებისთვის, ბოლო ორპარტიული შეთავაზება $748-მილიარდიან პაკეტს პირდაპირი გადასახადების გარეშე, ასევე $160-მილიარდიან ცალკეულ კანონპროექტს ითვალისწინებდა. ეს უკანასკნელი ორ ყველაზე წინააღმდეგობრივ ნაწილს შეიცავდა - სახელმწიფო/ადგილობრივი მთავრობის დახმარება და პასუხისმგებლობებისგან დაცვა. ამ იდეას გამარჯვების შანსი უბრალოდ არ ჰქონდა.

ცუდი სიახლე

სტიმულირების ჩეკი ერთ სულზე 600-700 დოლარამდე იკვეცება, მოლაპარაკებების წინა რაუნდში გათვალისწინებულ 1.200 დოლართან შედარებით. ახალი $900-მილიარდიანი კანონპროექტის ვარიანტში ასევე არ შესულა სახელმწიფო/ადგილობრივი მთავრობის  დახმარება ან პასუხისმგებლობებისგან დაცვა. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოსავლის დეფიციტის წინაშე მდგომ შტატებს, მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შემცირება მოუწევთ. Wall Street Journal-ის თანახმად, პირდაპირი სტიმულირების ჩეკის მიღების ფარგლებში კანონმდებლები უმუშევრობის დაზღვევის გახანგრძლივებული ვადის 16-დან 10 კვირამდე შემცირების საკითხს განიხილავენ.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს საცალო ვაჭრობა ოქტომბრის თვეში, მოსალოდნელი 0.3%-ის მაგივრად, 1.1% -ით შემცირდა. პანდემიაში მოგება სურსათის, სასმლის, ბაღისა და სამშენებლო მასალების გამსაღებლებმა ნახეს, ტანსაცმლისა და ელექტრონული ტექნიკის სფერო კი ყველაზე მეტად დაზარალდა. საცალო ვაჭრობის ეროვნულმა ფედერაციამ სიმტკიცე შეინარჩუნა, ეჭიდება რა თავის პროგნოზს შარშანდელ წელთან შედარებით უფრო მძლავრი სადღესასწაულო საყიდლების სეზონის შესახებ (+3.6%-5.2%-იანი ზრდის ფარგლებში). ამავდროულად, მან აღიარა, რომ მომხმარებლის მოზიდვას კონგრესისგან დამატებითი ფინანსური სტიმული სჭირდება, - სავაჭრო სეზონის დასკვნითი ფაზა ახლოვდება, გაყიდვის ხარჯები კი მოსალოდნელად მოიკლებს, თუ ვირუსი ამ ტემპით განაგრძობს გავრცელებას. JPMorgan Chase-ის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიური სამომხმარებლო დანახარჯის მაჩვენებელი, ხანმოკლე აღდგენითი პროცესის შემდეგ, გასული წლის ნიშნულს ოდნავ ჩამორჩება.

23,770,85 აშშ დოლარი

Coindesk-ის თანახმად, ესაა ისტორიულად ყველაზე მაღალი ნიშნული, რომელსაც ბიტკოინის ფასმა  ხუთშაბათს, ადრეული დილის საათებში მიაღწია. ამჟამად ის დაახლოებით 23.000 დოლარს უტოლდება, თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში მაინც 16%-ითაა გაზრდილი. Skew-ს თანახმად, ოთხშაბათს გაყიდვათა მოცულობის ოფციები $1 მილიარდს პირველად გადასცდა. 

გიჟური ნახტომი. ისინი, ვისაც დიდხანს და ერთგულად სჯეროდა ბიტკოინის მომავლისა, დღეს ამ სურათით ნეტარებენ. პირველმა და ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტამ წელს 222%-იანი მოგება ნახა, რაშიც წვლილი ეკონომიკურ არაპროგნოზირებადობას, ინვესტორთა ინსტიტუციურ ინტერესსა და, ალბათ, სოცმედიაში არსებულმა განწყობასაც მიუძღვის.

ოთხშაბათს ბრიტანულმა Ruffer Investment Management–მა დაადასტურა, მისი ამჟამინდელი დამოკიდებულება ბიტკოინზე 550 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითვლის (745 მილიონი ამერიკული დოლარი), რაც მისი აქტივების დაახლოებით 2.7%-ს უტოლდება. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეს მოიხსენია, როგორც ,,ზოგიერთი რისკისგან თავის დაზღვევა, რომელსაც  მყიფე მონეტარულ სისტემასა და გადაგვარებულ ფინანსურ ბაზრებში ჩანს". სხვა საჯარო კომპანიები, რომლებიც წელს ვირტუალურ ვალუტაზე აგრესიული ფსონებით გამოირჩნენ, ,  არიან: MicroStrategy, Galaxy Digital და Square. Bloomberg-ის ცნობით, ჰეჯირების ფონდ One River Asset Management-ს ვალდებულებები აკისრია, რომლის თანახმად, 2021 წლის დასაწყისში მის მფლობელობაში ბიტკოინი და Ether-ი $ 1 მილიარდამდე გაიზრდება.

გაითვალისწინეთ, რომ მაინინგი მხოლოდ 21 მილიონამდე ბიტკოინს შეეხო. მისი შეზღუდული მარაგი მას კრიპტოინვესტორებისთვის, ფასის მატებასთან ერთად, უფრო ძვირფასს ხდის. ამ დროისთვის მაინინგის პროცესი გაიარა დაახლოებით 18.5-მა მილიონმა ბიტკოინმა, ასე რომ გაიხსენეთ ეს ცხრილი შემდეგ ჯერზე, როდესაც ბიტკოინი კიდევ ერთ გაუთვალისწინებელ რეკორდულ ნახტომს გააკეთებს.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა