ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"
ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები  შეყავს - "ველსის ამბები"

A+ A-

15:55 21/12/2020

აშშ-სა და ევროპის კანონმდებლებისთვის ცდილობენ წარმართონ ახალი სტიმულირების გეგმა და უმტკივნეულო ,,ბრექსითი’’. რაც შეეხება ინვესტორებს, მათ დიდი მოლოდინი აქვთ Tesla-სა და Moderna-სთან დაკავშირებით.

პარასკევის მთავარი ამბები

1. დიდი ამბავი: Moderna-ს ვაქცინა

2. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

გლობალური კაპიტალის ბაზრები ევროპული მოგების, აზიაში ზარალისა და ამერიკული ინდექსების გაურკვევლობის ნაზავს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც სტიმულირების მოლოდინებმა ახალ რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწიეს, ინვესტორები ე.წ. ,,ოთხმაგი ჯადოქრობის’’ (,,quadruple witching’’) პარასკევისთვის მოემზადნენ.

ეს არის თარიღი, როდესაც საფონდო ინდექსის ფიუჩერსების, საფონდო ინდექსის ოფციების, საფონდო ოფციების და ცალკეული საფონდო ფიუჩერსის ვადა ერთდროულად იწურება და ასეთ დროს, შესაძლებელია, განუსაზღვრელი რყევები გამოიწვიოს.

ასევე გადის გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირს შორის ,,ბრექსითის’’ შემდგომი სავაჭრობის შეთანხმების გაფორმების დრო; ევროკავშირის მხარის წარმომადგენილი აცხადებს, ,,ჭეშმარიტების მომენტთან’’ ახლოს არიან. არავითარი ზეწოლა.

პარასკევის მთავარი აქცენტები

Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს ჩიპების მწარმოებელი კომპანიის, SMIC–ის და ათობით სხვა ჩინურ კომპანიის სავაჭრო ,,შავ სიაში’’ შეყვანას, რითაც შეზღუდავს მათ წვდომას ამერიკულ ტექნოლოგიაზე. SMIC-ი ასევე იმ კომპანიების ჩამონათვალში ხვდება, რომლებშიც ამერიკელებს ინვესტიცია ეკრძალებათ ჩინეთის სამხედრო ძალების ლობირების გამო.

აშშ-ში კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinbase–მა საჯაროდ გამოსვლის შესახებ შეიტანა განცხადება, რადგან ბიტკოინის ფასი იზრდება. Airbnb-ის ყოფილი ინჟინრისა და Goldman Sachs-ის ყოფილი ტრეიდერის მიერ 2012 წელს დაარსებულმა ფირმამ $547.3-მილიონიანი მოგება ნახა, რის შედეგად 2018 წელს მისმა ღირებულებამ 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. მას 100-ზე მეტ ქვეყანაში 35 მილიონამდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

კომპანია ,,Google’’ მორიგი ანტიმონოპოლური სარჩელის ფიგურანტია - ოქტომბრის თვის შემდეგ რიგით მესამესი. ამჟამინდელი ქეისი სავარაუდო ანტიკონკურენტულ ღონისძიებებს ეხება, რომელიც საძიებო სისტემებს შორის დომინირების შენარჩუნებისთვის გატარდა. სარჩელი 38 გენერალური პროკურორის მიერ შემდგარმა ორპარტიულმა კოალიციამ მოამზადა, რომელიც 10-მა შტატმა, ტეხასის მეთაურობით, ოთხშაბათს შეიტანა. იუსტიციის დეპარტამენტს ტექნოლოგიურ გიგანტზე სასამართლო საქმე თერთმეტ მთავარ პროკურორთან ერთად ჯერ კიდევ ოქტომბერში აღუძრავს.

Microsoft-ი აცხადებს, რომ SolarWinds-ის დარღვევები მის სისტემებსაც შეეხო, მიზანში ჰყავდა რა ამოღებული აშშ-ის სახელმწიფო უწყებები. პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა ამას ,,ანგარიშსწორების მომენტი" უწოდა თავის ანგარიშში, რომელიც მან ჰაკერული თავდასხმის (სავარაუდოდ, რომელიმე სახელმწიფოს მიერ) შესახებ წარადგინა.

აშშ-ის ფოლადის (United States Steel)აქციები, მეოთხე კვარტლის ცუდი დაგეგმვის შედეგად, წინასაბაზრო ეტაპზე ვარდნას იწყებს. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ფირმა თითოეულ აქციაზე დაახლოებით $0.85-იან ზარალს ელოდება, ანალიტიკოსები კი $0.60 დოლარს პროგნოზირებენ. სავარაუდოდ, EBITDA-ს მოცულობა $55 მილიონს მიაღწევს.

უოლტონები Forbes-ის რეიტინგში ამერიკის 50 ყველაზე მდიდარ ოჯახს შორის მოწინავე ადგილს კვლავ არ თმობენ. Walmart-ის დამფუძნებლების, სემ უოლტონისა და ბუდ უოლტონის შთამომავლებზე, საცალო ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით ნახევარი მოდის. Forbes-ის თანახმად, სიაში მყოფი ოჯახების ღირებულება ჯამურად 1.2 ტრილიონი დოლარია, რაც 2015 წლის 916 მილიარდ დოლარს დაახლოებით 30%-ით აღემატება.

Moderna-ს დრო

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) საკონსულტაციო პანელმა Moderna-ს კოვიდ-ვაქცინის საგანგებო წესით მოხმარების დაშვებას მხარი დაუჭირა. ეს თითქმის იმის გარანტიაა, რომ Pfizer/BioNTech-ის შემდეგ, Moderna აშშ-ში მეორე ავტორიზებული ვაქცინის მომწოდებელი გახდება. FDA-მ უკვე აცნობა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებსა და ოპერაცია ,,ელვისებური სისწრაფის’’ (,,Warp Speed’’) მესვეურებს ამის შესახებ, რათა მათ წამლის დროულად განაწილების გეგმების განხორციელება მოახერხონ.

mRNA-1273-ს ბევრი შეჰყურებს იმედის თვალით. COVID Tracking Project–ის თანახმად, აშშ-ში კორონავირუსულმა ჰოსპიტალიზაციამ ზედიზედ მე-12 დღეს მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები აგრეთვე აჩვენებს, რომ პანდემიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ცალკეულ დღეზე ინფექციის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა.

აშშ-ს მთავრობამ Moderna-ს, საერთო ჯამში, ვაქცინის 200 მლნ დოზა შეუკვეთა. ამ თვეში დაახლოებით 20 მილიონი, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში - 80 მლნ დოზა გაიცემა. Pfizer-ის მასალასთან ერთად, ამერიკის მთავრობას წლის ბოლოსთვის 40 მლნ დოზის მარაგი ექნება. ევროკავშირში წამლების მარეგულირებელმა ორგანომ Moderna-ს ვაქცინა წინდაწინ შეუკვეთა (160 მლნ დოზა), სანამ 6-12 იანვრის ფარგლებში მასზე ნებართვას გასცემდა.

დიუკის უნივერსიტეტის მონაცემთა მიხედვით, კოვიდ-ვაქცინების მსოფლიოში დადასტურებულ შენაძენთა ჯამური მოცულობა 7.4 მილიარდ დოზას აღწევს. აქედან 66 პროცენტი მაღალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.

ამ კვირაში ანალიტიკოსები ინვესტორებს ასევე აფრთხილებენ, რადგან წლიურმა მოგებამ 636%-ს გადააჭარბა. ,,მართალია, რომ Moderna-სგან ჩვენ მრავალწლიან პერსპექტივაში ღირებულების მომატებას ველით, თუმცა კოვიდ-შემოსავლების გამო ის მოკლე დროში მოახერხებს ამას - მოლოდინები მის მიმართ მაღალია’’, - ამბობენ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები, რომლებმაც აქცია პერსპექტივაში ჭარბწონიანობიდან თანაბარ წონამდე შეამცირეს.

+$80 მილიარდი

ეს Tesla-ს აქციების ღირებულებაა, რომლის ყიდვაც S&P 500-ის ინდექსის ფონდებს იძულებით მოუწიათ, სანამ 21 დეკემბერს იგი სტანდარტულ ინდექსს დაემატებოდა. სხვა შემადგენელ კომპონენტთა თანაბარი ფასები ვარდნას დაიწყებს, შექმნის რა სივრცეს TSLA-ს აქციებისთვის.
 
ელონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალმა $620 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამით ის ხდება უდიდესი კომპანია საბაზრო კაპიტალისა და შეწონილობის მიხედვით, რომელიც ოდესმე ინდექსს დამატებია. შეერთების მომენტში, შეწონილობა 1.5%-1.6%-ს უტოლდება, რაც Berkshire Hathaway-ის 1.4%-იან რეკორდს (დამატების წელი - 2010) აუმჯობესებს.
 
ფირმა ჯერ ოცი წლისაც არ არის მაშინ, როცა ინდექსის წონის მიხედვით ტოპ-10 აქციას შორის ხვდება. სიაში ისეთი გიგანტების სახელებს შეხვდებით, როგორებიცაა ,,Apple’’, ,,Microsoft’’, ,,Amazon’’, ,,Facebook’’, ,,Google’’, ,,Berkshire’’ და ,,Johnson & Johnson’’. S&P 500-ში შედარებით მაღალი შეწონილობით შესვლა ნიშნავს, რომ მისი გიჟური რყევები გარკვეულ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ნიშნული და შეფასდება აშშ-ის საფონდო ბირჟა.
 
S3 Partners-ის თანახმად, Tesla არის უდიდესი ამერიკული აქცია და მოკლევადიანი ინტერესი გასულ თქვეში 1.95-მილიონიანი აქციებით გაიზარდა. გამძაფრებულ ბრძოლაში ჩაბმული ინვესტორების მიერ მის წინააღმდეგ ჩამოსული ფსონები 2020 წელს $37.54 მილიარდით შემცირდა. მაგ. აქციის აღმასვლის გამო მხოლოდ ხუთშაბათს მათ $1 მილიარდზე მეტი დაკარგეს.
 
რას ველოდოთ მიმდინარე კვირაში
 
სააქციო კაპიტალის ბაზრებზე ვაქცინით გამოწვეული მოგების კვირის მერე, ინვესტორებს შეუძლიათ მიმდინარე შემოკლებული სავაჭრო კვირისთვის ცოტათი ,,მოეშვან’’. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაურკვევლობის ბურუსმა გადაიარა: აშშ-ს მთავრობის მიერ მუშაობის შეწყვეტა, სტიმულირების პაკეტი, ,,ბრექსითის’’ მოლაპარაკებები და სხვა არაპროგნოზირებადი ამბები 2020 წელს ჯერ კიდევ მარაგში აქვს.
 
რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში:
 
ორშაბათი, 21 დეკემბერი:
 
Tesla ემატება S&P 500-ს ბაზრების გახსნამდე 
კანადის ახალი საბინაო ფასების ინდექსი (ნოემბერი) 
მექსიკის საცალო გაყიდვები (ოქტომბერი)
ავსტრალიის საცალო გაყიდვები (ნოემბერი)
 
სამშაბათი, 22 დეკემბერი:
 
გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (Q3) 
გერმანიის GfK გერმანიის სამომხმარებლო კლიმატის ინდექსი (იანვარი) 
აშშ – ს არსებული სახლების გაყიდვები (ნოემბერი)
იაპონიის ბანკის მონეტარული პოლიტიკის შეხვედრის ოქმი
 
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი:
 
ესპანეთის მშპ (Q3) 
აშშ – ს პირადი მოხმარების ხარჯების (PCE) ფასების ინდექსი (ნოემბერი)
კანადის მშპ (ოქტომბერი) 
აშშ მიჩიგანის მომხმარებელთა მოლოდინები და განწყობები (დეკემბერი)
აშშ-ს ახალი სახლების გაყიდვები (ნოემბერი)
 
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი:
 
მსოფლიო ბაზრების უმეტესობა ისვენებს ან ნახევარი დღით მუშაობს
აშშ-ს ძირითადი გრძელვადიანი საქონლის შეკვეთები (ნოემბერი)
კანადის სამშენებლო ნებართვებ
იაპონიის საცალო გაყიდვები (ნოემბერი)
Tokyo Core სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) (დეკემბერი) 
კანადის სამშენებლო ნებართვები (ნოემბერი)
 
პარასკევი, 25 დეკემბერი:
 
საშობაო დღესასწაულისთვის მთელ მსოფლიოში დახურული იქნება ბაზრები.
აშშ-ს საბინაო ბაზრის განახლება
 
ამ სამშაბათს, 22 დეკემბერს, უძრავი ქონების აგენტთა ეროვნული ასოციაცია ბინის არსებულ გაყიდვებს (ნოემბრის მიხედვით) აქვეყნებს. ოთხშაბათს, 23 დეკემბერს კი, აშშ-ს აღწერის ბიურო ნოემბრის გაყიდვების ახალ სიას გამოაქვეყნებს. ოქტომბერში, ახალი ცალკეული საოჯახო სახლების გაყიდვები სექტემბრიდან 0.3%-ით შემცირდა, მაგრამ 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს მაინც 41%-ით უსწრებსა, მიუხედავად იპოთეკური სესხების რეკორდული რიცხვისა. ამასთან, არსებული გაყიდვები 4.3%-ით გაიზარდა (მატება ზედიზედ მეხუთე თვეში), რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულს მნიშვნელოვნად აღემატება. საბინაო ფასებმა ზრდა განაგრძო, ვინაიდან მოთხოვნამ მიწოდებას გადაააჭარბა. ოქტომბრის თვეში სახლის ყიდვის ტემპით, ამჟამინდელი მოცულობა 2.5 თვეში ამოიწურება, რაც სტატისტიკისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
 
თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"