"COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების რყევების მიმოხილვა "ველსისგან"
"COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების  რყევების მიმოხილვა "ველსისგან"

A+ A-

18:37 22/12/2020

ორშაბათი, 2020 წლის 21 დეკემბერი

1. რას უნდა ველოდოთ დღეს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. COVID-19- ის ახალი შტამი

4. დიდი რიცხვი: 900 მილიარდი დოლარი

სიახლეები ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი და საკმაოდ აგრესიული ვირუსული შტამის შესახებ შესაძლოა ინვესტორებს აშინებდეს. აშშ-ის კონგრესის ლიდერები საბოლოოდ შეთანხმდნენ $900-მილიარდიანი სტიმულირების პროგრამაზე, რომლის საბოლოო მიღებას ჯერ კვლავ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელის მოწერა სჭირდება. მაშინ, როდესაც ინვესტორთა უმრავლესობამ შეთანხმების მიღწევა წინდაწინ ივარაუდა და გასულ კვირას ბაზრებს რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირებინა, ორშაბათს დილით ისინი სიახლეებს ,,ყიდდნენ’’.

გაყიდვების რაოდენობამ Tesla-ს თავდაპირველ აღტყინებას ცივი წყალი გადაასხა, თუკი S&P 500-ის ინდექსთან შეერთების პირველი დღის სურათით ვიმსჯელებთ. საბაზრო კაპიტალის მიხედვით, იგი მეექვსე ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც S&P 500-ს შეერთებია, მაგრამ მოწინავე ხუთი კომპანიის უდიდესმა მოცულობამ გათვალისწინებით, TSLA-ს საერთო საბაზრო ღირებულების ინდექსზე მხოლოდ 2%-იანი ნიშნული მიუჩინა. აქციები განუხრელად იზრდებოდა მთელი წლის - განსაკუთრებით კი, გასული თვის, - განმავლობაში.

დღის აქცენტები

კოვიდ-19-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, კომპანია ,,Apple’’ დროებით ხურავს 53-მდე საცალო მაღაზიას კალიფორნიაში და ათეულობით მაღაზიას აშშ-ის სხვა შტატებში. ტექნოლოგიის გიგანტი ასევე აჩერებს მუშაობას მექსიკის, ბრაზილიისა და ბრიტანეთის ზოგიერთ ადგილზე.

,,Lockheed Martin’’ სარაკეტო ძრავის მწარმოებელ ,,Aerojet Rocketdyne’’-ს4 მილიარდ დოლარად ყიდულობს. Aerojet-ის ძრავის სისტემები უკვე გამოიყენება ,,Lockheed's Aeronautics’’, ,,Missiles and Fire Control’’-ისა და ,,Space’’-ის ბიზნესებში. ტრანზაქცია სავარაუდოდ 2021 წლის მეორე ნახევარში დაიხურება. ,,AJRD’’-ის აქციებმა წინასაბაზრო პერიოდში 20%-ით მოიმატა.

,,ბრექსითის’’ სავაჭრო შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები თევზჭერის საკითხის გამო ჩიხშია შესული, მსო-ს წესების ამოქმედებამდე კი მხოლოდ 11 დღეა დარჩენილი. STOXX Europe 600-ის ინდექსი, რომელიც ევროპის 17 ქვეყნის მასშტაბით 600-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე კაპიტალიზაციის კომპანიებს კურირებს, 3%-ით შემცირდა.

Axios-ის მიხედვით, ორშაბათს, ,,SoftBank’’-მა თავისი პირველი სსკ-სთვის (სპეციალური სავაჭრო კომპანია) IPO-ს მეშვეობით 500-600 მლნ აშშ დოლარის თანხის აგროვება დაგეგმა. სავარაუდოდ, ,,blank check’’ ტიპის კომპანია ისეთ ფირმას შეიძენს, რომელშიც იაპონური გიგანტი ადრე ინვესტიციებს არ დებდა. Renaissance Capital-ის თანახმად, IPO-ს ამერიკულ ბაზარზე მიმდინარე წლის ჩამონათვალში 241 სსკ მოხვდა.

Fiat Chrysler-ისა და Peugeot–ს $38-მილიარდიანი ორგანიზაციული შერწყმა ანტიმონოპოლური რეგულაციების ევროპულმა ორგანოებმაც დაადასტურეს. ნებართვა სრულად შესასრულებული ვალდებულებების პაკეტის სანაცვლოდ გაიცა, მათ შორის, Peugeot–ს ამჟამინდელი ხელშეკრულების გაგრძელებისა Toyota Motor Europe–თან. ასევე, კონკურენტებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მათ სარემონტო-პროფილაქტიკურ ქსელებზე.

ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებით, მილიარდერმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა თავის ალმა მატერ ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტში სიტყვები ვირტუალური გამოსვლით წარმოთქვა. იგი აქ პენსილვანიის უარტონის სკოლიდან გადავიდა, დაამთავრა რა სამ წელიწადში, 1951 წელს, ბიზნესის ბაკალავრის ხარისხით. ჰარვარდის ბიზნეს-სკოლამ მას მიღებაზე უარი უთხრა, რის შედეგადაც გზა კოლუმბიის ბიზნეს-სკოლისკენ გაეხსნა და საშუალება მიეცა, ლექციები ბენჯამინ გრეჰემის, ღირებულებითი ინვესტიციების მამისგან მოესმინა.

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით ,,B.1.1.7" ვრცელდება. ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში განგაშს იწვევს მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ძველ ვირუსთან შედარებით, იგი შეიძლება 70%-ით უფრო გადამდები აღმოჩნდეს, მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის გავლის შემდეგ.

ამჟამად საფრთხის სრულად შესასწავლად კვლევა მიმდინარეობს. WHO-ს განცხადებით, იგი  წევრ ქვეყნებსა და საზოგადოებას პერიოდულად ახალ ინფორმაციას მიაწვდის. ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მწვავე სიმპტომებით ვითარდება, უფრო ლეტალურია ან ახლახან დამზადებული კოვიდ-ვაქცინის ეფექტურობას ცვლის. იგი პირველად სექტემბერში აღმოაჩინეს ბრიტანეთში, მის გარდა კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებსა და დანიაში.

ჰონგ-კონგმა, კანადამ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ პრევენციის მიზნით ბრიტანეთის დროებითი შეზღუდვები დაუწესეს. ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სხვა რაიონებში, სადაც კონცენტრირებულია ახალი ვირუსი, 16 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამჟამად ყველანი ახლადშექმნილ გამაფრთხილებელ კატეგორიას, ,,დონე 4: დარჩი სახლშის" მიეკუთვნებიან. ეს უკანასკნელი გულისხმობს მოგზაურობისა და შინამეურნეობების შეხების მეტად გამკაცრებულ წესებს, რომლებიც არც შობის მერე მსუბუქდება. აშშ-ს ახალი შტამის გამოვლენილი შემთხვევა ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია. 

გვეწვევა თუ არა კვლავ სანტა?

2020 წლისთვის დამახასიათებელ სტილში, სიახლე უფრო გადამდები ვირუსის შესახებ მაშინ ვრცელდება, როდესაც ინვესტორები მოსალოდნელი ,,სანტა-კლაუსის აქციისთვის’’ ( Santa Claus rally) ემზადებოდნენ. ასე ეწოდება ფასების თანმდევ ზრდას საფონდო ბირჟებზე, რომელიც დეკემბრის ბოლო კვირისა და იანვრის პირველი ორი სავაჭრო დღის მანძილზე გრძელდება.

2020 წლის ბოლომდე 10 სავაჭრო დღე დარჩა. Bespoke Investment Group-ის თანახმად, ისტორიულად ეს პერიოდი S&P 500-სთვის დადებითია: საშუალო ნამატი 1%-ზე მეტია, დადებითი ამონაგები კი 70%-ს აჭარბებს. LPL Research-ის მიხედვით, S&P 500-ის ინდექსის საშუალო დიაპაზონი დეკემბრის შუაში ჰორიზონტალურია და თითქმის ყველა დიდი ნამატი თვის მეორე ნახევარზე მოდის.

გაუგებარია, მათგან რომელიმე წელს იმოქმედებს თუ არა. ვირუსის შესახებ უახლესი ცნობების მიღებამდე, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ხაზს ასევე უსვამენ სამ სხვა ,,გვერდით’’ რისკს 2021 წლის სააქციო ბაზართან დაკავშირებული ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე (S&P 500-ი იზრდება 4300-მდე, EPS-ი $175-ად):

ვაქცინის მიწოდება არ მიმდინარეობს შეუფერხებლად, ან სასურველ ეკონომიკურ გავლენას არ ახდენს.

ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე მკვეთრი ზრდა: ,,სააქციო კაპიტალს ისტორიულად ხელეწიფებოდა ზრდადი, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების თანდათან ,,მონელება’’ და ათვისება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უმჯობესდება ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები. თუმცა, კაპიტალის ამონაგები ისტორიულადაა შემცირებული, მაშინ როდესაც საპროცენტო განაკვეთები თვეში 2 სტანდარტულ დევიაციასთან შედარებით, კიდევ მეტად მატულობს’’.

გაურკვევლობა პოლიტიკაში: ჯორჯიის შტატის სენატის არჩევნების მეორე ტური, ანტიმონოპოლური სამართალწარმოების პროცესი.

 

$900 მილიარდი

ესაა სტიმულირების პაკეტის ის მოცულობა, რომელზეც აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა და თეთრმა სახლმა შეთანხმებას მიაღწიეს. ის ისტორიაში სიდიდით მეორეა (მხოლოდ CARES-ის აქტს ჩამორჩება). მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, აქ მოცემულია რამდენიმე ცნობა, რაც ოფიციალური განცხადებებით გაჟღერდა:

"უზარმაზარი თანხა" ვაქცინების განაწილების ლოჯისტიკისთვის

$600 - თითოეულ ზრდასრულისა და ბავშვის ასტიმულირების შემოწმებაზე

$300 - თითოეულ კვირას უმუშევრობის შეღავათების გასაზრდელად

$300 მილიარდზე მეტი მცირებიზნესისთვის (PPP სესხები და მიზნობრივი EIDL გრანტები)

$82 მილიარდი - განათლებისთვის

$27 მილიარდი სახელმწიფო მაგისტრალების, სატრანზიტო სააგენტოების, Amtrak-ისა და აეროპორტებისთვის (ზოგიერთი ცნობის თანახმად, ტრანსპორტირებისთვის სულ $45 მილიარდია გამოყოფილი, მათ შორის, $15 მილიარდიავიაკომპანიებისხელფასებისთვის)

$25 მილიარდი - ქირაობის შეღავათებისთვის და გამოსახლების მორატორიუმის გახანგრძლივება

თანამშრომელთა შენარჩუნების საგადასახადო კრედიტის გახანგრძლივება და გაუმჯობესება

$15 მილიარდი ჩაიდება ცოცხალი ღონისძიებებში, დამოუკიდებელ კინოთეატრებსა და კულტურული ინსტიტუტებში

$13 მილიარდი - გაზრდილ SNAP-სა და ბავშვთა კვების შეღავათებში

$10 მილიარდი - ბავშვთა მოვლის დახმარებაში

$7 მილიარდი - ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის გაზრდაში

$3.36 მილიარდი - GAVI-ში (ვაქცინათა საერთაშორისო ორგანიზაცია)

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"