Apple-მა ელექტრო ავტომობილის წარმოება დააანონსა - "ველსის" სკანდალური ამბები საერთაშორისო ბაზრიდან
Apple-მა ელექტრო ავტომობილის წარმოება დააანონსა - "ველსის" სკანდალური ამბები საერთაშორისო ბაზრიდან

A+ A-

17:23 23/12/2020

სამშაბათი, 2020 წლის 22 დეკემბერი

1. რას უნდა ველოდოთ დღეს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი ამბები

3. სტიმული მიღებულია კონგრესში

4. Apple - მა ელექტრო ავტომობილის წარმოება დააანონსა

რას უნდა ველოდოთ დღეს

გლობალური კაპიტალის ბაზრები ორშაბათის რყევების შემდეგ სტაბილურდება - აშშ-ის კონგრესმა ახალი სტიმულირების პროექტი მიიღო, რომელმაც პრეზიდენტის მაგიდაზე უნდა გადაინაცვლოს ხელის მოსაწერად. თუ ტრამპი დოკუმენტს ხელს მოაწერს, სტიმულირების პაკეტი მომდევნო კვირაში ამოქმედდება. თუმცაღა, 5593-გვერდიანი კანონპროექტი მეტად კომპლექსურია. მეტიც, ეს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც $1.4-ტრილიონიან სხვა სამთავრობო ხარჯებს უძღვის წინ (იხილეთ ქვემოთ).

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ივლისს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საიტში იმავე რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს, რომლებმაც კომერციის დეპარტამენტის გვერდი გატეხეს. სხვა ცნობებით, თავდასხმის მსხვერპლთ შორის აღმოჩნდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა ,,Cisco’’, ,,Nvidia’’, ,,Deloitte’’ და ,,California State Dept. of Hospital’’. ტრამპის მტკიცებით, ჰაკერული თავდასხმის უკან ჩინეთი დგას, მაგრამ მისი კაბინეტის წევრები ხელს რუსეთს ადებენ.

საფინანსო ფონდებმა ბაზრებს შიგნით საბოლოოდ გაიღვიძეს. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გასულ პარასკევს გააუქმა აკრძალვა, რომელიც ბანკების მიერ აქციათა ხელახალ შესყიდვას ეხებოდა. რეალური საპროცენტო განაკვეთები ახლა უფრო მაღლა მიიწევს, ვინაიდან ეკონომიკა აღმავლობას, კუს ნაბიჯებით, თუმცა მაინც განიცდის. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა ბანკებისთვის, რომლებიც ეკონომის აღორძინების ,,რბოლაში’’ გვიან ჩაებნენ, მათი წმინდა საპროცენტო ზღვარი კი მთელი წლის განმავლობაში წნეხს განიცდიდა (იხილეთ ქვემოთ).

დღის აქცენტები

 ,,Peloton’’-ის აქციებმა მას შემდეგ მოიმატა, როცა მან 420 მილიონ დოლარად ფიტნეს-აღჭურვილობის მწარმოებელი ,,Precor’’ შეიძინა. გარიგებით Peloton-ს000 კვ. მეტრ აშშ-ის საწარმოო ობიექტები ეძლევა, რაც მიწოდებას ამერიკელ მომხმარებლებამდე მიწოდებას დააჩქარებს. ,,Precor’’-ის ,,დიდხნიანი ურთიერთობა” სასტუმროებთან, მრავალოჯახიან საცხოვრებლებთან და კოლეჯურ-კორპორაციულ კამპუსებთან კომპანიას კიდევ მეტად უხსნის თვალსაწიერს.

CNBC-ის თანახმად, აშშ-ის ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოები იკვლევენ, თუ რატომ გამოუვლინდა მწვავე ალერგიული რეაქციები Pfizer/BioNTech-ის კოვიდ-ვაქცინის მიღებიდან ცოტა ხანშ უამრავ ადამიანს. კვლევამ, რომელიც დაგეგმვის ადრეულ საფეხურებს გადის, სავარაუდოდ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა მოიცვას, რომლებსაც მძიმე ალერგიული რეაქციები დაუფიქსირდათ.

Blooomberg-ის მიხედვით, ევროკავშირმა უარი თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის უკანასკნელ დათმობებზე თევზჭერის სფეროში. ჯონსონი ორშაბათს ორჯერ ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს და უშედეგოდ სცადა ჩიხში შესული მოლაპარაკებების სასიკეთოდ ,,წარმართვა’’.

The Wall Street Journal-ის თანახმად, MGM Holdings-ი თვალყურს ადევნებს გაყიდვებს, ვინძლო მისი კონტენტის ბიბლიოთეკამ (მასში შედის ისეთი სათაურები, როგორიცაა, მაგალითად, ჯეიმს ბონდის ფილმები) სტრიმინგის პლატფორმის მყიდველები მოიზიდოს. 1924 წელს დაარსებული Metro-Goldwyn-Mayer Studios-ის მშობლიური კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით5 მილიარდი დოლარია. ეს უკანასკნელი კერძო სავაჭრო წილებისა და დავალიანების მითვლის საფუძველზე არის დადგენილი.

როგორც New York Fed-ის გამოკითხვამ აჩვენა, ოქტომბრის თვეში კრედიტზე მოთხოვნა და წვდომა აშშ-ში კვლავ შემცირდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ნებისმიერი სახის კრედიტის შესახებ შეტანილ განცხადებათა მაჩვენებელი6% -მდე დაეცა. ეს ვარდნის მორიგი სერიაა თებერვლის (45.6%) შემდგომ. აპლიკანტებს შორის უარის რაოდენობა 18%-მდე გაიზარდა, რაც წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - გადაასწრო რა თებერვლის ნიშნულს (14.2%).

,,Apple’’ მიზნად ისახავს 2024-ში ბატარეის დიზაინის მქონე, ელექტროენერგიის თვითმართვადი მანქანების გამოშვებას, რომელსაც ძალუძს ,,რადიკალურად" შეამციროს კვების ელემენტები და გაზარდოს ავტომობილის გამავლობა, - წერს სააგენტო ,,Reuters’’-ი. ამ სიახლემ დაჩრდილა ,,Tesla’’-ს ორშაბათის დებიუტი S&P 500-ზე. სამაგიეროდ, სული შთაბერა ისეთი კომპანიების წილებს, როგორებიცაა ,,Velodyne’’ და ,,Luminar’’. ეს ორი ფირმა თვითმართვად მანქანებში გამოყენებადი ტექნოლოგიისთვის ლაზერულ სენსორებს ამზადებს. ექსპერტების შეფასებით, ლითიუმ-იონის ბატარეის ფასები 2023 წელს დაახლოებით $100-მდე (კვტ/სთ) დაეცემა, რითაც ელექტრომობილები შიდაწვის ძრავის მანქანებთან ფასების პარიტეტს მიაღწევენ. 2010 წელს საშუალო ფასი $ 1.100-ს აღემატებოდა, რომელთან შედარებით სხვაობა 2020 წელს 89%-ს აღწევს ($137).

 

პროექტი, რომელიც კონგრესმა გუშინ მიიღო, ,,საყოველთაოდ განკუთვნილი სახსრებისა და კორონავირუსის დახმარების პაკეტად’’ იხსენიება. საბოლოოდ, იგი 5593-გვერდიანი სახარჯო დოკუმენტის სახით გამოქვეყნდა, რომელიც ითვალისწინებს 1.4 ტრილიონ დოლარს 2021 წლის ფინანსური სახსრებისთვის, და $ 900 მილიარდს კორონავირუსისგან გამოწვეული გადაუდებელი დახმარებისთვის.

პაკეტი მოიცავს სტიმულირების ჩეკის მეორე რაუნდს: $600 - თითოეული ზრდასრულისა თუ ბავშვისთვის, $300 კვირაში - უმუშევრობის შეღავათებისთვის, $15 მილიარდი - ავიაკომპანიის სახელფასო დახმარებებისთვის, $285 მილიარდი - მცირე ბიზნესის PPP-პროგრამის სესხებისთვის, $82 მილიარდი - განათლებისთვის, $25 მილიარდი - საქირაო შეღავათებისთვის, $7 მილიარდი - ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის და ა.შ.

აქ არის კიდევ რამდენიმე პატარა დეტალი, რომლებიც საყურადღებო აღმოჩნდა:

სტიმულის თანხები საბანკო ანგარიშებზე უფრო მალე აისახება, ვიდრე ეს ბოლოს მოხდა. ხაზინის მდივანმა სტივ მნუჩინმა CNBC-ს განუცხადა: ,,ხალხი ამ ფულის ნახვას მომავალი კვირის დასაწყისში ეშურება”. ეს მცირე კომფორტია ადამიანებისთვის, რომლებიც ცხრათვიანი ეროვნული კრიზისის ფონზე პირდაპირი გადასახადების სიდიდემ შეაშფოთა. Rent.com-ის თანახმად, სტიმულირების ჩეკი ვერ დაფარავს აშშ-ში ბინის ყოველთვიური საშუალო ქირის დაახლოებით ნახევარს (იგულისხმება ბინა ერთი საწოლი ოთახით -2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით).

ამჯერად სტიმულის თანხას შერეული სტატუსის მქონე იმიგრანტი ოჯახების სრულუფლებიანი წევრებიც მიიღებენ. ამ რანგის მოქალაქეებსა და ე.წ. ,,გრინ ქარდის’’ მფლობელებს, რომლებიც ჩეკის მისაღებად დოკუმენტურად დაუდასტურებელ ოჯახის წევრებთან ერთად რეგისტრირდებიან, კანონპროექტი საშუალებას აძლევს, რომ CARES Act-ით გამოყოფილი სახსრებით ისარგებლონ. როგორც დადგენილია, აშშ-ის 5 მილიონზე მეტი მოქალაქე და ლეგალური ემიგრანტი CARES Act-ის დაფინანსების კალთის ქვეშ ვერ მოხვდა.

CDC გამოსახლების მორატორიუმი გაგრძელდა, თუმცა მხოლოდ ერთი თვით, - 2021 წლის 31 იანვრამდე. Moody's Analytics-მა დაადგინა, რომ თითქმის 12 მილიონ მოქირავეს იანვრისთვის საშუალოდ $5.850 ოდენობის ვალი და კომუნალური გადასახადი ექნება.

რამდენიმე ცვლილება განხორციელდა PPP-ში (Paycheck Protection Program - გადასახადების დაცვის პროგრამა): უფრო მეტი ხარჯი ეთმობა ვალების ჩამოწერას; გამარტივდა000 აშშ დოლარამდე სესხის მისაღებად განაცხადის მიღების პროცესი; არაკომერციულ და ადგილობრივი მედიაკომპანიებს ამიერიდან უფლებამოსილება ენიჭებათ; მეორე სესხის ოდენობა $2 მილიონით განისაზაღვრა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ პროგრამით რამდენიმე თვეშე გათვალისწინებული ანაზღაურების ხარჯები მხოლოდ დროებით მოაგვარებს პრობლემას.

მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია (Small Business Administration) $15 მილიარდიან გრანტს გამოყოფს ლაივ-ღონისძიებებისა ოპერატორებისა ან პრომოუტერების, თეატრალური პროდიუსერების, მუზეუმების ოპერატორების, კინოთეატრების ოპერატორებისა ან მათი აგენტებისთვის, რომლებსაც შემოსავლები 25%-ით უმცირდებათ.

"სამი მარტინის სადილი" კანონპროექტში შეტანილ ათობით საგადასახადო შეღავათს შორისაა. იგი წარმოადგენს ბიზნესისთვის კვების გადასახადის სრულად შემცირების პროექტს, რომელსაც თეთრი სახლი უჭერდა მხარს.

კანონპროექტი ცხადყოფს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ვერ განაახლებს CARES Act-ის იმ საგანგებო სასესხო პირობებს, რომელიც 31 დეკემბრისთვის მთავრდება.

CoinMarketCap-ის თანახმად, ამდენს აღწევდა XRP-ის ციფრული ვალუტის საბაზრო კაპიტალი სამშაბათს მას შემდეგ, რაც 24 საათში ფასი 14%-ით დაეცა. ეს მაჩვენებელი, რომელიც გამოითვლება მონეტის ამჟამინდელი საბაზრო ფასის გამრავლებით მიმოქცევაში არსებული მონეტების საერთო რაოდენობაზე, XRP-ს მსოფლიოში სიდიდით მესამე კრიპტოვალუტად აქცევს.

XRP-ვალუტა და მისი პოპულარობა დღეს მავანთა ყურადღებას იპყრობს. საქმე იმაშია, რომ მის უკან მდგარ კომპანიას, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ Ripple Inc.-ს, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ორშაბათს აცნობა, რომ მალე მის წინააღმდეგ ფედერალურ სამოქალაქო სასამართლოში საქმე აღიძრებოდა ინვესტორთა დაცვის კანონების დარღვევის გამო. მარეგულირებელი ორგანოების თქმით, XRP-ს მიმოქცევაში ჩაშვებამდე SEC-ში ფასიან ქაღალდად დარეგისტრირება სჭირდებოდა.

სარჩელში ასევე ფიგურირებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ბრედ გარლინგჰაუსისა და თანადამფუძნებელ კრის ლარსენის სახელები. Wall Street Journal-ის ვარაუდით, SEC-ს შესაძლოა მიზნად ფინანსური ჯარიმის დაკისრება და ციფრული აქტივების სპონსორებისგან ინვესტორების წინაშე ინფორმაციების გასაჯაროვება ამოძრავებდეს, - როგორც მიღებულია ხოლმე პრაქტიკაში საჯარო კომპანიებისგან.

რატომ რიპლი და არა ბიტკოინი

ორი უდიდესი კრიპტოვალუტისგან, ბიტკოინისა და ეთერისგან განსხვავებით, XRP მაინინგის პროცესს არ ექვემდებარება. იგი კერძო კომპანიის მიერ ნაწილდება; როგორც წესი, ,,Ripple’’ მონეტებს კრიპტობირჟებზე და ინსტიტუციურ ინვესტორებზე ყოველ კვარტალში ყიდის. მას შემდეგ, რაც იგი 2012 წელს შეიქმნა, მიმოქცევაში 45 მილიარდზე მეტი XRP-მონეტა ჩაეშვა, ლიმიტი კი 100 მილიარდი მონეტითაა განსაზღვრული. ამჟამად კომპანიის პირდაპირ მფლობელობაში შედის დაახლოებით 6.4 მილიარდი მონეტა, დანარჩენი 48 მილიარდი კი ე.წ. Escrow-ს მიეკუთვნება.-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ სასამართლოში იბრძოლებენ, SEC-ის ხალხი კი ტრამპის მიერ წარდგენილი თავმჯდომარის, ჯეი კლეიტონის გადადგომამდე ,,კუდის მოქნევის’’ მცდელობისთვის გააკრიტიკეს. ისინი დიდი ხანია უარყოფენ ნებისმიერი მოსაზრებას იმის შესახებ, რომ XRP ფასიან ქაღალდად უნდა იყოს აღქმული, ამტკიცებენ რა, რომ მისი ღია ქსელი მას საკმარისად დეცენტრალიზებულს ხდის. ოქტომბერში ლარსენმა განაცხადა, რომ ზედმეტი რეგულირების გამო, ისინი შეიძლება აშშ-ის საზღვრების ფარგლებს გარეთ მდებარე შტაბში გადაბარგდნენ.

 

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

მსგავსი თემები