დიდი ბრიტანეთი "ბრექსითის" შედეგებს იმკის - "ველსის" ამბები მსოფლიო ბირჟიდან
დიდი ბრიტანეთი "ბრექსითის" შედეგებს იმკის - "ველსის" ამბები მსოფლიო ბირჟიდან

A+ A-

17:13 24/12/2020

ოთხშაბათი, 2020 წლის 23 დეკემბერი

1. რას უნდა ველოდოთ დღეს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი ამბები

3. აშშ - ს ბირჟებზე ვაჭრობა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დასრულდება და ორშაბათს ჩვეულად განახლდება

ეს კვირა ცვალებადი და რყევებით სავსე უკვე გამოდგა - S&P 500 ინდექსი ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ვარდებოდა და სადღესასწაულო პერიოდის წინ არასტაბილურობა დაუბრუნდა. სამშაბათს Nasdaq-მა 54-ე რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია, ვინაიდან ტექნოლოგიური და ფარმაცევტული აქციები დეკემბრის უკეთესი მონაკვეთის იმედით კვლავ საქმეში არიან. კაპიტოლიუმის ბორცვზე აშშ-ის სტიმულირების კანონპროექტის საგა კვლავ გრძელდება, - ამჯერად პრეზიდენტი ტრამპი გამოდის ინიციატივით, რომ პირდაპირი ანაზღაურება პირებს $600-დან მინიმუმ $2.000-მდე გაეზარდოთ. თავად იდეა ცუდად არ ჟღერს, მაგრამ კონგრესის მიერ მიღებულ $900-მილიარდიან პროგრამაზე ხელის მოწერის დაგვიანებამ, შეიძლება მთავრობის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტა გამოიწვიოს. ამ პირობებში, ზეწოლის განხორციელება ნაკლებად მიზანშეწონილია.

დიდი ბრიტანეთი თავის მიერვე შექმნილი ჩიხის წინაშე დგას, რადგან ,,ბრექსითის’’ სავაჭრო შეთანხმების დადება სულ უფრო რთულდება თევზჭერის სფეროში ზოგიერთი საკითხის გამო (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ). ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დღეებში რეზოლუციის მისაღებად ბოლო ნაბიჯებს ეშურებიან, ამასობაში კი ბრიტანული ფუნტის კურსი ძირითადი ვალუტების მიმართ ვარდნას განაგრძობს.

საფონდო ინვესტორებზე, როგორც ჩანს, პოლიტიკური ქაოსი ისე ვეღარ იმოქმედებს, როგორც 2020 წლის მეორე ნახევარში. მთელს მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთები უარყოფით დონემდე მცირდება, მთავრობები უზარმაზარ ხარჯებს სწევენ, ინფლაცია კი შედარებით თვინიერ სახეს იღებს, რის გამოც კაპიტალის ინვესტორების უფრო ხელსაყრელი პირობები ექმნებათ. მეოთხე კვარტლის უმეტეს ნაწილში ისინი გლობალურ ბაზრებზე უფრო მაღალ ტენდერებს ატარებდნენ. ინვესტორებისთვის, რომლებიც შემოსავალს ბიტკოინის მიღმა ეძიებენ, ალტერნატივა არ არსებობს.

დღის სიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოზრდილი ადამიანებისთვის გამოყოფილ სტიმულირების ჩეკს ,,სასაცილოდ დაბალ’’ უწოდებს და თანხის 600 დოლარიდან 2000 დოლარამდე გაზრდას ითხოვს. მან ასევე თხოვნით მიმართა კანონმდებლებს, ამოეღოთ ,,უაზრო და არასაჭირო" მითითებები 2021 წლის ფინანსური წლისა და კორონავირუსის სტიმულირების კანონპროექტებიდან, რომელიც კონგრესმა ახლახან მიიღო. თუ ტრამპი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, კონგრესს შეუძლია მისთვის გვერდის ავლის მექანიზმებს მიმართოს.

Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ აშშ-ს მთავრობა95 მილიარდ დოლარს გადაიხდის კოვიდ-ვაქცინის დამატებით 100 მილიონ დოზაში. კომპანიები ელიან, რომ ოპერაცია ,,ელვისებური სისწრაფის’’ ფარგლებში 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით 200 მლნ დოზა გაიცემა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ,,Walmart’’-ს საეჭვო რეცეპტების არასათანადოდ შემოწმებისთვის უჩივის. სამოქალაქო სარჩელში ნათქვამია, რომ ,,Walmart’’-მა ხელი შეუწყო აშშ-ში ოპიოიდული კრიზისის გაღვივებას, ცდილობდა რა მოგების გაზრდას 5000-მდე აფთიაქში კადრების სიმცირის გზით. ამით იგი, როგორც ოთხშაბათს მომზადებული დოკუმენტი ამტკიცებს, თანამშრომლებს რეცეპტების სწრაფად გამოწერას აიძულებდა.

,,ეს თუ სიმართლეა, - უცნაურია’’ - ასე გამოეხმაურა ელონ მასკი ,,Apple’’-ის მიერ ელექტრომობილზე მუშაობის შესახებ გავრცელებულ ხმებს. ,,Tesla’’-ს აღმასრულებელი დირექტორი ტვიტერზე წერს, რომ ,,ყველაზე რთულ დღეებში” იგი ,,Apple’’-ის წარმომადგენლებთან მივიდა და თავისი კომპანიის მიყიდვა შესთავაზა, მაგრამ მისმა კოლეგამ, ტიმ კუკმა შეხვედრაზე უარი თქვა. უფრო ადრე, ,,Wedbush’’-ის ანალიტიკოსმა დენ აივესმა ორ პოტენციურ მეტოქეს შორის ,,ოქროს პარტნიორობის’’ იდეა წამოაყენა.

KFC-მ და Cooler Master-მა შექმნეს ,,ქათმის კამერიანი’’ სათამაშო კონსოლი, რომელიც კომპიუტერული თამაშებით თავის შექცევის დროს საკვებს თბილ და კრაწუნა მდგომარეობაში შეინახავს. თავდაპირველად ბევრმა ეს ხუმრობად ჩათვალა, თუმცა ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწყობილობა ნამდვილია, ,,ცდუნების რეცეპტის’’ (A Recipe for Seduction) მსგავსად. ეს უკანასკნელი ,,KFC’’-ის სპონსორობით გადაღებული ბიოგრაფიული ფილმია პოლკოვნიკ სანდერსზე, რომლის პრემიერა 13 დეკემბერს შედგა.

ვირუსმა, შესაძლოა ,,ბრექსითის’’ პროცესი გაწელოს

ახალ, უფრო გადამდებ ვირუსს ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების შეფერხება შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მკაცრი ლოქდაუნები კიდევ მეტ ხანს გაგრძელდება. ათასობით სატვირთო მანქანასა თუ მცირე ზომის ფურგონს, რომლებიც ლა-მანშის გადაკვეთას ელოდებოდნენ, სამშაბათს ,,ვირუსის გადამტანის’’ იარლიყი დადების გამო საფრანგეთმა საზღვრები ჩაუკეტა. მომდევნო დღეს სამგზავრო შეზღუდვები ცოტათი შემსუბუქდა, რადგან ბრიტანეთმა დაპირებები გასცა ტესტირებების ჩატარების შესახებ. თუმცა, შექმნილი ქაოსი სრულად ნდობის საფუძველს ვერ იძლევა, ვინაიდან ერთიანი ევროპული  ბაზრისა და საბაჟო კავშირიდან ქვეყნის გასვლა უფრო დესტრუქციულ სახეს იღებს. 

ბრიტანეთის საცალო მრეწველობის მხარდამჭერმა ჯგუფმა მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ გააკეთა განცხადება. ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსებმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა  ბორის ჯონსონს ,,ბრექსითის’’ გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების შესახებ სთხოვეს იმ საბაბით, რომ ქვეყანამ ეპიდემიურ სიტუაციაზე კონცენტრირება ევროკავშირთან კარის ,,ხმაურიანად გამოჯახუნების’’ გარეშე მოახერხოს. ევროკავშირის წარმომადგენელმმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ ბლოკი მზად არის მოლაპარაკებებისთვის 1 იანვრის შემდეგაც. ჯონსონი აქამდე პრინციპულობას იჩენდა, თუმცა ვადის გაწელვასთან ერთად შეთანხმების მიღწევის შანსი მხოლოდ იზრდება.

რატომ შეიძლება ბრიტანეთი-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმება თევზჭერამ ჩაშალოს

ოთხშაბათს ბრიტანეთის მინისტრმა პრესას განუცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებში ,,ძვრა არ შეინიშნება  და კვლავ არსებობს სერიოზული უთანხმოების გამომწვევი საკითხები, თუნდაც თევზჭერა, ან თანასწორი პირობები". სამშაბათს, ევროკავშირმა ჯონსონის ბოლო კომპრომისი თევზჭერის თემაზე უარით გაისტუმრა.

თევზაობის უფლებების, როგორც მოლაპარაკებების წარმმართველი ძირითადი წერტილის, შესახებ თქვენთვის უკვე ცნობილია. აქვე ცოტაოდენი სტატისტიკა, რომელიც ამ სიტუაციის გარშემო უფრო მეტ კითხვას აჩენს:

თევზჭერის ინდუსტრია გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს1%-ს და გაერთიანებული სამეფოს და საქმების სექტორის 0.04%-ს შეადგენს. 143 ყველაზე პატარა დარგს შორის, ეკონომიკურ აქტივობაში შეტანილი წვლილის მიხედვით, იგი მეოთხე ადგილს იკავებს, უსწრებს რა მხოლოდ ქვანახშირის მოპოვებასა და თამბაქოს და მცენარეული ზეთი სწარმოებას. LPL Research-ის თანახმად, ის ქვეყნისთვის ნაკლებ დოვლათს ქმნის, ვიდრე ლონდონის ცენტრალური სავაჭრო ცენტრი ,,Harrods’’-ი.

ევროკავშირს ბრიტანეთის იმპორტისა და ექსპორტის დაახლოებით 50% უკავია. დიახ, ალბათ ფიქრობთ, რომ ყოველ მხრივ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების მიღწევა უფრო მნიშვნელოვნად მოჩანს, ვიდრე სანაპირო წყლების საკითხი.

,,ბრექსითის’’ მომხრეებისთვის ბრიტანეთის მიერ წყლების სრული კონტროლი ძლიერი სუვერენულობის ნიშანია. 2016 წლის ივნისში, ევროკავშირის რეფერენდუმის წინ, ჯონსონი ამბობდა, რომ ინგლისელი მეთევზეები უნდა განთავისუფლებულიყვნენ ევროკავშირის ,,გიჟური" კვოტებისგან  და ა.შ. სინამდვილეში, სათევზაო ადგილებში შესვლა ორივე მხარისთვის ისტორიულად ემოციური საკითხი იყო, რაც კიტ ჯონსონის 2020 წლის თებერვლის ნაშრომში შესანიშნავად აიხსნება.

FactSet-ის ანგარიშის მიხედვით, ეს არის S&P 500 ინდექსის ჯამურ 10.361 ფონდის  ყიდვის პროცენტული რეიტინგი. ,,ეს მაჩვენებელი აღემატება 2019 წლის 31 დეკემბრის ანალოგიურ ნიშნულს (50.6%)’’, - აცხადებს მოგებათა უფროსი ანალიტიკოსი ჯონ ბატერსი. ამით იგი მიანიშნებს, რომ სექტორში მასობრივი როტაციისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნის გამო უოლ-სტრიტი ახლა უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი S&P 500-ის აქციების მიმართ, ვიდრე მაშინ, სანამ კორონავირუსის ეპიდემია იფეთქებდა.

ცხრა სექტორს ,,ყიდვის" უფრო მაღალი პროცენტული რეიტინგი აქვს წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით (კომუნალური მომსახურება და სამომხმარებლო პროდუქტის სფეროები). მხოლოდ ორ სექტორს დაუფიქსირდა ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი: საკომუნიკაციო მომსახურება და ენერგოსექტორი. ამასთან, სექტორის დონეზე ა ,,ყიდვის’’ რეიტინგის მიხედვით ცვლილება თითქმის არ მომხდარა. ადრინდელის მსგავსად, ,,ყიდვის" პროცენტულობით ლიდერობენ ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და საკომუნიკაციო მომსახურების სფეროები.

ინდივიდუალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მაღალი პროცენტული შეფასება "ყიდვა", შემდეგია:

  • Phillips 66 - 100%
  • Assurant, Inc. - 100%
  • Jacobs Engineering Group Inc. - 94%
  • com, Inc. - 94%
  • Keysight Technologies Inc - 92%
  • ConocoPhillips - 92%
  • Teleflex მოიცავს - 92%
  • Microsoft Corporation - 91%
  • L3Harris Technologies Inc - 91%
  • Valero Energy Corporation 91%

 თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები