აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "Boeing’"-ს 2.5 მილიარდ დოლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა - „ველსის“ მსოფლიო ამბები
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "Boeing’"-ს 2.5 მილიარდ დოლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა - „ველსის“ მსოფლიო ამბები

A+ A-

17:30 11/01/2021

პარასკევი, 2021 წლის 8 იანვარი

  1. გასული სავაჭრო დღის მთავარი ამბები
  2. Apple - ის ელექტრო მანქანა
  3. კრიპტოვალუტებზე რეკორდული ინტერესია
  4. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

რას უნდა ველოდოთ

იანვრის ეფექტს უხმაუროდ არ ჩაუვლია. ყველა ზომის მარაგები იმატებს, - თუმცა არა ჩვეულებრივ მიზეზთა გამო. მთავრობის მეტი ხარჯები, არათანაბარი ეკონომიკური აღდგენა და რეალური საპროცენტო განაკვეთების ზრდა შეეხო ყველა სექტორს, მათ შორის: ფინანსურ, სამომხმარებლო-დისკრეციულ, მასალების, ენერგიის, მწვანე ტექნოლოგიის, კრიპტოვალუტებისა და კანაფის სფეროებს.

გლობალური ეკონომიკური აღზევება ვირუსის მიერ რეკორდული მაჩვენებლების დროდადრო მოხსნის გამო გარკვეულწილად მუხრუჭდება, თუმცა, პარალელურად ვაქცინის მიწოდების ხელშემწყობ როლს თამაშობს ყველგან, აშშ-ის გარდა. აქ მუქი ფერებია შრომის ბაზარზე, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარია და, მათგან 4 მილიონის უსამსახურო პერიოდი კი 27, ან მეტი კვირის განმავლობაში გრძელდება.

ინვესტორები თვეების განმავლობაში ამას უგულვებელყოფდნენ. ახლა, როდესაც მათ წინაშე მომდევნო ორი წლის პოლიტიკური და ფინანსური ლანდშაფტის უფრო მკაფიო სურათი არის წარმოდგენილი, ისინი ფულს ხსენებულ სექტორებში დებენ. თუ 2020 წლის მიღწევები თქვენთვის შთამბეჭდავია, მაშინ უნდა ითქვას, რომ წელს მხოლოდ ოთხი დღის ფარგლებში მოგებათა მთელი წყების მომსწრენი ვართ. ასეთ დროს, როგორც იტყვიან, უნდა ,,გადაიღოთ, სანამ ცხელია’’.

დღევანდელი სათაურები

კაპიტოლიუმის მოვლენების შემდეგ ონლაინ-პლატფორმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განაგრძობენ. ,,Facebook’’-მა მის ანგარიშს ,,განუსაზღვრელი ვადით’’ ყადაღა დაადო, ,,YouTube’’-მა და ჩინურმა ,,TikTok’’-მა კი ვიდეოების წაშლას მიყვეს ხელი. ,,Shopify’’-მ მისი კამპანიის მაღაზია გააუქმა, ისევე როგორც ,,Amazon’’-მა - მისი ანგარიში სათამაშო პლატფორმა ,,Twitch’’-ზე. ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა უფრო მკაცრ ზომებსაც ითხოვს, მაგ. სამუდამო ბანის სახით, რათა ტექნოლოგიური რესურსების მიერ ამბოხის ხელშეწყობის შესაძლებლობა უფრო საიმედოდ აღიკვეთოს.

ევროკავშირმა 600 მილიონ დოზამდე გააორმაგა Pfizer/BioNTech-ის კოვიდ-ვაქცინის შეკვეთა, Moderna-ს ვაქცინაზე კი ოფიციალური ნებართვა გასცა, ვინაიდან ამ უკანასკნელთან დაკავშირებული პროცედურების გაწელვა სულ უფრო მეტ კრიტიკას იწვევდა. Pfizer-ის მიერ დაფინანსებული ახალი კვლევის მიხედვით, კომპანიის კუთვნილმა ვერსიამ შესაძლოა ბრიტანეთსა და სამხრ. აფრიკაში წარმოშობილი ახალი შტამებისგან დამცავი როლიც შეითავსოს. აქვე დავძენთ, რომ კვლევის შედეგები ჯერ საფუძვლიანად განხილული არ არის.

Moderna-ს აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა ორგანოებმა კოვიდ-ვაქცინის საგანგებო წესით მოხმარების განკარგულება გასცეს. აქამდე, მთავრობას 17 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი. ეს არის ოფიციალურად დამტკიცებული მესამე ვაქცინაა ქვეყანაში, რომელიც მორიგი ლოქდაუნის ფაზაში იმყოფება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ,,Boeing’’-ს თაღლითობის ბრალდების გამო $2.5-მილიარდიანი ჯარიმა დააკისრა. კერძოდ, კომპანია ,,737 MAX’’-ის თვითმფრინავის შესახებ სარეგულაციო ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაშია შემჩნეული. თანხაში შედის ავიაკომპანიის მომხმარებლებისთვის განკუთვნილი $1.77-მილიარდიანი კომპენსაცია და $500-მილიონიანი პროგრამა, რომელიც ანაზღაურებას გაუწევს ორი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა (346) მემკვიდრეებს, ნათესავებსა და იურიდიულ ბენეფიციარებს.

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერის, ,,Samsung’’-ის ფირმა მეოთხე კვარტალში მოგების 25%-ით გაზრდას ელის, რაც დაახლოებით 9 ტრილიონ კორეულ ვონს ($8.2 მილიარდი) უდრის. პროგნოზის თანახმად, შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდში დადგენილი88 ტრილიონი ვონიდან 61 ტრილიონამდე გაიზრდება. ორივე ეს რიცხვი ცოტათი ჩამორჩება ანალიტიკოსთა შეფასებებს.

,,Tesla’’-ს აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი ახალ წელს მსოფლიოს უმდიდრესი პიროვნების რანგში ხვდება. მან რეიტინგში ,,Amazon’’-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს გაუსწრო. საკუთრივ მასკის ქონება, რომელიც ამჟამად $195 მილიარდს უტოლდება, 2021 წლის პირველ კვირაში ,,Tesla’’-ს აქციების დაბევების მეშვეობით $25 მილიარდით გაიზარდა (დათვლილია Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით). ბეზოსის ქონება 10 მილიარდი დოლარით ნაკლებია, მესამე ადგილს კი $134 მილიარდით ,,Microsoft’’-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებს.

,,Facebook’’-ის ახალი პოლიტიკა ,,WhatsApp’’-ის 2 მილიარდამდე მომხმარებლისგან 8 თებერვლამდე სოციალური მონაცემების გაზიარებას, ან ანგარიშის წაშლას ითხოვს. კრიტიკოსები ,,Facebook’’-ის ამ ნაბიჯის უკან ტელეფონის ნომრებსა და საკონტაქტო მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას ხედავენ, რაც მიზნობრივი რეკლამის გაფართოებას ემსახურება. სერვისის ახალმა პირობებმა აღშფოთება და ,,Signal’’-ის მესენჯერისადმი ინტერესის გაათმაგება გამოიწვია, რადგან ეს უკანასკნელი მონაცემებს არ აგროვებს. თავის დროზე ამაზე ილონ მასკიც საუბრობდა.

,,Apple’’-ის მანქანა

,,Hyundai Motors’’-მა დაადასტურა, რომ მას და ,,Apple’’-ს თვითმართვადი ელექტროძრავის შექმნის საკითხის ერთობილივი განხილვა დაწყებული აქვთ. სიახლის შედეგად სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის აქციებმა სეულში 20%-ით მოიმატა. მოგვიანებით, ფირმამ ,,Apple’’-ის თხოვნით ინფორმაციის ნაკლებად გამომზეურება არჩია და მორიგი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, მას ბევრ ,,პოტენციურ პარტნიორთან” ჰქონდა კავშირი. თუმცა უკვე გვიან იყო.

გასულ თვეში,  ,,Reuters’’-მა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოსდა ,,Apple’’ 2024 წლისთვის მიზნად ბატარეის საკუთარ, ახალ ტექნოლოგიაზე აწყობილი სამგზავრო ავტომანქანის გამოშვებას ისახავდა. ,,Bloomerg’’-ის ცნობით, ,,აიფონების’’ კომპანიას მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება ავტომობილის წარმოების დასაწყებად, რადგან სამუშაო ჯერ საწყისს ეტაპს გადის და თანაც, პანდემიის ფონზე უფრო ნელა მიმდინარეობს. კომპანიის გუნდში შედიან ტექნიკური ინჟინრები, რომლებიც წამყვან სისტემებზე, ავტომანქანის ინტერიერსა და გარე კორპუსის დიზაინზე მუშაობენ. პროექტს უკვე ათობით ყოფილი ,,Tesla’’-ს ინჟინერი და აღმასრულებელი ბორდის წევრი შეუერთდა.

მანქანა, რომელზეც ჯობსი ოცნებობდა

ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ამბიციებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა. შეხსენებისთვის: ,,Apple’’-ის ბორდის წევრის, მიკი დრექსლერის თქმით, დამფუძნებელი სტივ ჯობსი ოცნებობდა, რომ ოდესმე ,,iCar’’-ის დიზაინი შეექმნა. მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ კომპანია სრულფასოვანი მანქანის დამზადებაზე მუშაობას, ფაქტობრივად, ნულიდან შეუდგა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მათ ორიენტაცია მხოლოდ თვითმართავადი სისტემების წარმოებაზე აეღოთ. თუმცა ბოლო ცნობები და ვაკანსიათა დასახელებები იმაზე მიუთითებს, რომ ,,Apple’’ კვლავ პირვანდელ რელსებზე დგება.

ეს არ არის ცარიელი სივრცე

,,Apple’’ არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური ფირმა, რომელიც დაინტერესებულია თვითმართვადი ელექტრომობილებითაა დაინტერესებული. პირიქით, იგი ახლა ფეხს ხალხმრავალ ბაზარზე დგამს, უწევს რა კონკურენციას როგორც მყარად დამკვიდრებულ, ისე ახალბედა მოთამაშეებს, რომლებიც ერთმანეთის საჯობნელად დიდი მოცულობის სამუშაოს სწევენ. აღსანიშნავია ,,მერსედესის’’ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული 56-დიუმიანი ,,ჰიპერეკრანული" დისპლეი, რომელიც მომავალი EQS ტიპის მდიდრული ელექტროსედანის შემადგენლობაში შევა. აქვე სიახლეა ჩინეთის ბაზრიდან, სადაც ინტერნეტ-ორგანიზაცია ,,Baidu’’ ,,ჭკვიანი’’ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. ამ უკანასკნელს ხელშეკრულება ჰონგკონგში ბაზირებულ ,,Geely’’-სთან უდევს, რომლის კუთვნილ ქარხნებშიც დამზადდება ,,Baidu’’-ს ავტონაწილები. მათ მოსდევენ ტექნოლოგიის გიგანტები: ,,Alibaba’’, ,,Didi Chuxing’’, ,,Alphabet's Waymo’’ და სხვ.

IEA-ს მონაცემებით, გასულ წელს ელექტრომობილთა გლობალურმა გაყიდვებმა 2.2 მლნ-ს მიაღწია, რითაც მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე თავისი ყველაზე მაღალი წილი (2.6%) დააფიქსირა. ანალიტიკოსები ამ წილს კიდევ 3.2%-მდე გაზრდას ელიან. ვინაიდან ბატარეები იაფდება და სამთავრობო პოლიტიკა ცვლილებას განიცდის, მოსალოდნელია, რომ ინტერესი მოიმატებს და მათ მეინსტრიმულ ყოფას აზიარებს. მაგალითად, ნორვეგიაში გადასახადების ჩამოწერამ 2020 წელს ელექტრომობილების საბაზრო წილის 54.3% -მდე ზრდა განაპირობა.

100 მილიარდი დოლარი

Skew-ს თანახმად, სწორედ ამდენს აღწევს ბიტკოინის მთლიანი ფიუჩერსების მოცულობა. კრიპტოვალუტის სხვადასხვა ვერსიის ღია პოზიციამ $10 მილიარდს მიაღწია, დეკემბრის შუა კვირაში კი გაორმაგდა.

ბიტკოინის ფასმა $41 000-ს გადააჭარბა, როდესაც 2021 წელს 40%-ით მოიმატა. CoinDesk-ის მიხედვით, ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალი $771.80 მილიარდს შეადგენს. ,,ამერიკის ბანკმა’’ აღნიშნა, რომ ვირტუალურმა ვალუტამ შეიძლება უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური ,,საპნის ბუშტი’’ წარმოშვას.

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში:

კაპიტალის ბაზრები ისტორიულ მაქსიმუმებს აღწევენ; სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი და საქონლის ფასები იზრდება - ინვესტორები აქტივების თითქმის ყველა კლასის გამყარების მომსწრეები არიან. ისინი იმედოვნებენ, რომსამთავრობო ხარჯებს, მძლავრ ეკონომიკურ აღორძინებასა და ვაქცინების გაუმჯობესებულ მიწოდებას უფრო მეტი თანხა მოხმარდება. აქ მოცემულია ძირითადი აქტივების წლევანდელი ამონაგებები:

ორშაბათი, 11 იანვარი:

  • იაპონიის ბაზრები დახურულია სახალხო დღესასწაულისთვის
  • ბრიტანეთის საცალო კონსორციუმი (BRC) საცალო გაყიდვების მონიტორი (დეკემბერი)

სამშაბათი, 12 იანვარი:

  • აშშ-ს ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს (EIA) მოკლევადიანი ენერგეტიკული პერსპექტივა
  • სამუშაო ადგილების გახსნისა და შრომის ბრუნვის შესახებ აშშ (JOLTS) ვაკანსიების გახსნა (ნოემბერი)
  • ინდოეთის CPI (დეკემბერი)
  • ბრაზილიის CPI (დეკემბერი)

ოთხშაბათი, 13 იანვარი:

  • ევროზონის ინდუსტრიული წარმოება (ნოემბერი)
  • აშშ-ს ძირითადი CPI (დეკემბერი)
  • ჩინეთის სავაჭრო ბალანსი (დეკემბერი)

ხუთშაბათი, 14 იანვარი:

  • Delta Air Lines (DAL) და BlackRock Inc. (BLK) კვარტლური ანგარიში
  • ინდური საბითუმო ფასების ინდექსი (WPI) ინფლაცია (დეკემბერი)
  • გერმანიის წინასწარი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (Q4)
  • ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განცხადება.

პარასკევი, 15 იანვარი:

  • JPMorgan Chase & Co. (JPM) აცხადებს კვარტლური შედეგებს
  • გაერთიანებული სამეფოს საწარმოო წარმოება (ნოემბერი)
  • ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსი (ნოემბერი)
  • საფრანგეთის CPI (დეკემბერი)
  • ევროზონის სავაჭრო ბალანსი (ნოემბერი)
  • ბრაზილიის საცალო გაყიდვები (ნოემბერი)
  • აშშ-ს საცალო გაყიდვები (ნოემბერი)
  • აშშ-ს მწარმოებლის ფასების ინდექსი (დეკემბერი)
  • აშშ ინდუსტრიული წარმოება (დეკემბერი)
  • აშშ წინასწარი მიჩიგანის მომხმარებელთა მოლოდინები (იანვარი)

როგორ იყო საცალო ვაჭრობა 2020-ში?

ამერიკაში 2020 წლის დეკემბრის საცალო ვაჭრობის მონაცემები უახლოეს პარასკევს გამოქვეყნდება. ეს ციფრები დაგვეხმარება იმის ჩვენებაში, თუ როგორ იმოქმედა ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაულის სავაჭრო პერიოდებზე (რომელიც საცალო ვაჭრობის ბიზნესის მოდელთა საკვანძო ფაქტორია) 2020 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა და პანდემიამ.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

 

 

 

მსგავსი თემები