ნორვეგიაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა - ნორვეგიული მედია
ნორვეგიაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა - ნორვეგიული მედია

A+ A-

01:36 15/01/2021

ნორვეგიაში, Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ, გვერდითი ეფექტებით 23 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო იტყობინება. აღნიშნული ლეტალური შემთხვევები დაუფიქსირდა იმ ადამიანებს, რომელთა ასაკიც 80 წელზე მეტი იყო და მათ იმუნიტეტი დასუსტებული ჰქონდათ. ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოზე დაყრდნობით წერს RIA.

Norwaytoday-ის ცნობით, ამ ეტაპისთვის ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 13 ადამიანის გარდაცვალებას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენებს უკავშირებს, ხოლო დანარჩენი ფატალური შემთხვევის მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ხანდაზმულები და ფიზიკურად სუსტები იყვნენ.

"საერთო გვერდითმა ეფექტებმა mRNA-ვაქცინებისგან, როგორიცაა ციებცხელება და ღებინება ზოგიერთი დასუსტებული პაციენტის გარდაცვალებამდე შეიძლება მიგვიყვანოს," - განაცხადა ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს მთავარმა ექიმმა სიგურტ ხორტემომ.

„ეს შემთხვევები საგანგაშო არ არის. აშკარაა, რომ ამ ვაქცინას გააჩნია პატარა რისკის ფაქტორი თუ საქმე ეხება ხანდაზმული ასაკის ადამიანთა ჯანმრთელობას“ - ამის შესახებ განაცხადა ნორვეგიული მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენელმა სტეინარ მედსენმა.

მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად, ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა შეცვალა ვაქცინაციის რეკომენდაციები იმ ხანდაზმული პაციენტების მიმართ, რომელთაც სერიოზული თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს ხანდაზმულ ადამიანებში.

ნორვეგიაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 27 დეკემბერს და ამ დრომდე 25 000 ადამიანი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით.

წყარო: newposts