ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპის ადმინისტრაცია თეთრ სახლს ცლის
ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპის ადმინისტრაცია თეთრ სახლს ცლის

A+ A-

09:50 15/01/2021

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 დღით ადრე თეთრი სახლის თანამშრომლები თავიანთ ოფისებს ცლიან.

მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საკუთარი ნივთები სატვირთო ავტომობილებით გადააქვთ.

ცნობისთვის, ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება. ღონისძიებას დონალდ ტრამპი არ დაესწრება. ინაუგურაცია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ჩაივლით.