მავნებლური განცხადებაა, სირცხვილია - რატომ უპირისპირება დეკანოიძე ელისაშვილს?
მავნებლური განცხადებაა, სირცხვილია - რატომ უპირისპირება დეკანოიძე ელისაშვილს?

A+ A-

09:00 15/01/2021

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ გიორგი რურუა ოპოზიციის გამო რჩება ციხეში, არის მავნებლობა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, ელისაშვილის განცხადება სამარცხვინოა და კატეგორიულად არ ეთანხმება მას.

"ეს არის მავნებლური და ძალიან ცუდი განცხადება. კატეგორიულდ არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ! სირცხვილია",- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.

"ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ", - განაცხადა ელისაშვილმა და ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ.