თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

A+ A-

10:32 15/01/2021

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ერთ-ერთმა თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია.

ერდოღანმა ვაქცინა თურქეთის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაიკეთა და საავადმყოფოს ეზოდან თურქეთის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია.

თურქეთის პრეზიდენტამდე ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრ, ფაჰრეთინ კოჩასა და კორონავირუსის საკითხზე მომუშავე სამეცნიერო კომიტეტის წევრებსაც ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ მათ ჩინური წარმოების პრეპარატით, „სინოვაკით“ დაიწყეს ვაქცინაცია.