2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და კორონავირუსით ინფიცირების 93 544 753 შემთხვევა - კორონავირუსის მძიმე მსოფლიო სტატისტიკა
2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და კორონავირუსით ინფიცირების 93 544 753 შემთხვევა - კორონავირუსის მძიმე მსოფლიო სტატისტიკა

A+ A-

10:54 15/01/2021

მსოფლიოში, ოფიციალური მონაცემებით, დაინფიცირების 93 544 753 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 2 002 631 ინფიცირებული გარდაიცვალა, ხოლო 66 845 474 გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 სათში, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 230 457, ბრაზილიაში - 68 656, დიდ ბრიტანეთში კი 48 682 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით ლიდერობენ.

აგრეთვე, 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში - 4 069-ს, დიდ ბრიტანეთში - 1 248-ს, ხოლო ბრაზილიაში 1 151 ადამიანს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთში, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 24 763 ათასამდე ადამიანს დაუდგინეს, გარდაიცვალა 570.

აზერბაიჯანში კი, ბოლო 24 საათში ვირუსის 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 გარდაიცვალა.

თურქეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 8 962 ადამიანს დაუდასტურდა, 170 გარდაიცვალა.

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 448 ადამიანს დაუდასტურდა, 12 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

ხატია მამულია