ლარი გაუფასურდა
ლარი გაუფასურდა

A+ A-

17:00 15/01/2021

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2987 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.52 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0033 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0062 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა.

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4463 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.5044 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 იანვრიდან შევა ძალაში.