ივანიშვილის “ოცნება” კარტოგრაფებს გარეთ არ გამოუშვებს, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა უპრსპექტივო პროექტია - ჯაფარიძე
ივანიშვილის “ოცნება” კარტოგრაფებს გარეთ არ გამოუშვებს, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა უპრსპექტივო პროექტია - ჯაფარიძე

A+ A-

17:23 15/01/2021

“ქართული ოცნება” არაფერს დათმობს, ამიტომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა რაიმე სასარგებლოს მიღწევისთვის სრულიად უპერსპექტივო პროექტია. ამის შესახებ “მეტი თავისუფლება - გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნება” არც პოლიტპატიმრების გამოშვებას აპირებს და არც რაიმე ცვლილებებს, შესაბამისად, მათ მხრიდნან ამ მოთხოვნების შესრულებაზე ფიქრიც კი ზღაპარია.

“სრულიად უპერსპექტივო პროექტია საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციამ მოხსნას ბოიკოტი, შევიდეს პარლამენტში და თვითმართველობის არჩევნები იქცეს ერთგვარ პლებისციტად, რომელშიც ოპოზიციის გამარჯვების შემთვევაში, “ქართული ოცნება” დანიშნავს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნებს.

შეუძლებელია ეს პროექტი შედგეს. ასევე ჩიხია პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხთან დაკავშირებითაც და ეს ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდანაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ უყურებს ის კარტოგრაფების საქმეს, შესაბამისად, „ოცნება“ ამ ორ ადამიანს გარეთ არ გამოუშვებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში.

მეტიც, მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არც სრულად პროპორციულ სისტემას დაუჭერს მხარს.

“ქართული ოცნება“ არც სრულად პროპორციულ სისტემას არ უჭერს მხარს. ამის მოწინააღმდეგეები ოპოზიციაშიც არიან. არიან პარტიები, რომლებიც წინააღმდეგი არიან სრულად პროპორციული სისტემის.

ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იმიტომ ვერ ჩაინიშნა აქამდე, რომ პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება.

იმის დაჯერება, რომ მთავრობა რაიმე სახის დათმობაზე წამოვა, ეს ყველაფერი უფრო გავს კეთილ ზღაპარს, რადგან “ქართული ოცნებაში” არავინ არაფრის დამთმობი არარის”, - განაცხადა ჯაფარიძემ “.

შეგახსენებთ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, „გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო“ არ არის და „პარლამენტში სულ მარტოც რომ შევიდეს, შევა, რადგან ქვეყანა თავზე გვემხობა. 

ასევე, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ევროპული ორგანიზაცია საპარლამენტო ბოიკოტებს ეწინააღმდეგება.

მარიამ მაჭარაშვილი