აშშ-ის ბაზარზე, Moderna–სა და Pfizer–ის შემდეგ, ახალი ვაქცინა შემოდის - Johnson&Johnson-ის კოვიდვაქცინის შესანახად, მაცივარიც საკმარისი იქნება
აშშ-ის ბაზარზე, Moderna–სა და Pfizer–ის შემდეგ, ახალი ვაქცინა შემოდის - Johnson&Johnson-ის კოვიდვაქცინის შესანახად, მაცივარიც საკმარისი იქნება

A+ A-

17:27 15/01/2021

მსოფლიო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ვაქცინა შემოდის. Johnson & Johnson-ისკოვიდ-19“-ის ვაქცინის ვერსიის ერთჯერადმა დოზამ იმუნური რეაქცია აჩვენა. მეტიც მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, J&J ფსონს აკეთებს მხოლოდ ერთ დოზაზე და მისი ვაქცინა არ უნდა იყოს გაყინული, მის შესანახად, მაცივარიც საკმარისი იქნება.  ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“-თვის საბროკერო კომპანია ველსისსპეციალური ბლოგიდან გახდა  ცნობილი.

საერთო ჯამში, ახალმა ვაქცინამ კვლევის 1/2a ფაზის ყველა მონაწილეზე კარგად იმოქმედა: კვლევის 29-ე დღეს, კვლევაში მონაწილე პირთა 90%-ს ორგანიზმში ვირუსის უვნებელმყოფი ანტისხეულები დაუდგინდა, 57-ე დღეს კი - ყველა მათგანს. კვლევაში - 18-დან 55-წლამდე ასაკის მოხალისეები მონაწილეობდნენ.

იმუშავებს თუ არა იგი თვის ბოლოს, მე-3 ფაზის შედეგების გამოქვეყნებისას გვეცოდინება. კომპანია იმედოვნებს, რომ მარტშიი FDA-გან (აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია) საგანგებო წესით მოხმარების ნებართვას მიიღებს. ამასობაში კი, კომპანიის აქციების წინასაბაზრო ღირებულებამ 1.5%-ით მოიმატა.

მარეგულირებლი კომპანიის მიერ, Johnson & Johnson-ის ვაქცინის უსაფრთხოობისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება მესამე დამტკიცებული ვაქცინა აშშში -Modernaსა და Pfizerის შემდეგ.

მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, J&J ფსონს აკეთებს მხოლოდ ერთ დოზაზე და მისი ვაქცინა არ უნდა იყოს გაყინული, უბრალოდ მაცივარიც საკმარისი იქნება. ორივე ეს პუნქტი აადვილებს ვაქცინის განაწილებას.

კომპანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ვაქცინის კომერციული მიზნების გარეშე წარმოებაც. კომპანია 500 მილიონი დოზას დაჰპირდა „COVAX ალიანსს“ - დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, საქართველოს კი სწორედკოვაქსისხაზით  შეამოაქვს  ვაქცინა ქვეყანაში.

კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ  200 მილიონი დოზის შეკვეთა - ევროკავშირისა და 100 მილიონი დოზა -  აშშ-თვის, უკვე მიღებული აქვს.

მისი საერთო შეკვეთები 2021 წლისთვის 1 მილიარდი დოზაა.

”ჩვენ დავიწყეთ ვაქცინის კანდიდატის წარმოება და დარწმუნებულნი ვართ, რომ შეგვიძლია შევასრულოთ 2021 წლის მთავრობასთან ხელმოწერილი ვალდებულებები და ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ”, - ნათქვამია Johnson & Johnson-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით, ბევრ კარგ ამბავთან ერთად, არის ცუდი ამბებიც:

ფარმაცევტულ გიგანტს წარმოების შეფერხებებთან აქვს საქმე,

სავარაუდოდ, Johnson & Johnson ვერ შეძლებს, რომ თებერვლის ბოლოს, აშშ-ს 12 მილიონი დოზა მიწოდოს. ამის შესახებ იუწყება The New York Times.