ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაში ყველანაირი ვაქცინაა გათვალისწინებული, მათ შორის -80 და -20-გრადუსიანი - იმნაძე
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაში ყველანაირი ვაქცინაა გათვალისწინებული, მათ შორის -80 და -20-გრადუსიანი - იმნაძე

A+ A-

14:15 17/01/2021

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაში ყველანაირი ვაქცინაა გათვალისწინებული, მათ შორის -80 და -20-გრადუსიანი. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"გეგმა მოიცავს როგორც ადგილზე როგორ, რანაირად უნდა მოხდეს ვაქცინაცია, ყველანაირი გათვლები და რა თქმა უნდა, იმის მიხედვით არის, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. აქ არის ვთქვათ -80-გრადუსიანი ვაქცინაც გათვალისწინებული, ასევე -20-გრადიუსიანი ვაქცინაც, ჩვეულებრივი ტემპერატურული ვაქცინაც. გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც ვაქცინაციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული", - თქვა იმნაძემ.  

ცნობისთვის, დღეს, 17 იანვარს, ვაქცინაციის გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.