რას ხლართავს ჩუმ-ჩუმად ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული ლობჟანიძე და რა ვერ გაიგო ადვოკატმა რამიშვილმა?
რას ხლართავს ჩუმ-ჩუმად ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული ლობჟანიძე და რა ვერ გაიგო ადვოკატმა რამიშვილმა?

A+ A-

16:36 18/01/2021

საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული ბაჩანა ლობჟანიძე „2020NEWS“-თან ექსკლუზიურად აცხადებს, რომ კომპანია “ზეგის“ თაობაზე, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, გამოძიებას აგრძელებს. ჩუმ-ჩუმად ხლართავს რაღაცეებს. უცნაურია მისი აქტიურობა“, - ასე ეხმაურება „2020NEWS”–თან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ლობჟანიძის მიერ დაწყებული დამოუკიდებელი გამოძიების საკითხს.

მისივე თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანია, რომელიც სინამდვილეში თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული არ ყოფილა და ისინი, უბრალოდ, ნაცნობები იყვნენ.

„ცოტათი გაუგებარია რატომ დაიწყო ლობჟანიძემ აქტიურობა. ჩემი აზრით, ჩუმ-ჩუმად ხლართავს რაღაცეებს. უცნაურია, რატომ მოუნდა პირადი გამოძიება ეწარმოებინა მაშინ, როდესაც თამარის გაუჩინარებისას ხელიც კი არ გაუნძრევია“, - აცხადებს ადვოკატი.

შეყვარებული ლობჟანიძე კი ფიქრობს, რომ კომპანია „ზეგის“ თემა ამოწურილი არაა. მისი თქმით, ის არ ენდობა კომპანიას და გაუგებარია, თუ რატომ არ გაათავისუფლა კომპანიამ 3 წლის განმავლობაში „ჯუნიორი“ პროგრამისტი, რომლის ხელფასიც ცოტა ნამდვილად არ ყოფილა.

„საინტერესოა, რატომ არ გაანთავისუფლა კომპანია „ზეგმა“ „ჯუნიორი პროგრამისტი“. საინტერესოა, აგრეთვე, რა საქმეებს ასრულებდა თამარი, რატომ არ აქვეყნებენ საჯაროდ? მე დამოუკიდებლად განვაგრძობ საქმის გამოძიებას და იმედია, გავიგებ, რასთან ჰქონდა საქმე თამარს“, – აცხადებს ლობჟანიძე სააგენტოსთან საუბრისას.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ სინამდვილეში ვისკენაა და რისკენაა ლობჟანიძე, მისთვის გამოცანაა.

რაც შეეხება კომპანია „ზეგს“, ნამდვილად არ ვიცი, რატომ უპირისპირდება მას ბატონი ბაჩანა. სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, რას ითხოვს და სინამდვილეში რისკენ, ან ვისკენაა. როგორი გაუგებარიც იყო მისი გამოჩენა, ისეა მისი „გამოძიებაც“. საინტერესოა, რას ეძებს, ან რას იძიებს? სამარცხვინოა, როდესაც ადამიანი გოგონას შეყვარებულობას იბრალებს და მასზე ერთ რამესაც ვერ იხსენებს.... 

აშკარად რაღაცეებს ხლართავს ეს ბიჭი, აი რას ხლართავს, ამას, სავარაუდოდ, მალე გავიგებთ“, – აცხადებს რამიშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა, თუმცა, ბოლოს, პროკურატურამ განაცხადა, რომ 23 წლის პროგრამისტმა თავი მოიკლა.

რამდენიმე დღის წინ კი, ოჯახმა პროკურატურას წარუდგინა ბაჩალიაშვილის თავის მეგობარ გოგოსთან პირადი მიმოწერის სქრინები, სადაც ლაპარაკია, რომ გარდაცვლილი თავის მეგობარს სთხოვს, თუ რამე მოხდა, დედამისს უპატრონოს. ოჯახი გამოძიების გაგრძელებას ითხოვს და თვითმკვლლობის ვერსიას კვლავ არ ეთანხმება.

ხატია მამულია