აშანტაჟებს თუ არა გიორგი ვაშაძეს ვანო მერაბიშვილი?
აშანტაჟებს თუ არა გიორგი ვაშაძეს ვანო მერაბიშვილი?

A+ A-

17:05 18/01/2021

ახალი სკანდალი ოპოზიციაში - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შესაძლოა, სკანდალური შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კომპრომატებით აშანტაჟებდნენ.

როგორც პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიორგი ვაშაძემ "გირჩთან" და "მოქალაქეებთან" დაგეგმილ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ელისაშვილი ირწმუნება, რომ ვაშაძე შეხვედრის მომხრე იყო, თუმცა მან ბოლო მომენტში გაუგებარი მიზეზების გამო, უარი თქვა შეხვედრაზე.

"იაგო ხვიჩიას აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, გიორგი ვაშაძის, ან სხვა ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, მაგალითად ვანო მერაბიშვილს, გიგა ბოკერიას და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპრომატებით აშანტაჟებდნენ. ეს ეჭვია და მტკიცებულება ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ დასაწყისში გიორგი ვაშაძე შეხვედრის იდეაზე არათუ თანახმა, არამედ კმაყოფილიც კი იყო. ეს შეხვედრა დაგეგმილი, ჩანიშნული იყო და უცებ მან ეს შეხვედრა გააუქმა. ეს რა თქმა უნდა ეჭვებს აჩენს. შეიძლება აუხნელი რამეც იდგეს ამის უკან", - ამბობს ელისაშვილი.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ "გირჩთან" და "მოქალაქეებთან" შეხვედრას არ გამართავს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ახალი ინიციატივების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს და ასეთი საკითხის არსებობის შემთხვევაში, მისი განხილვა მხოლოდ ფართო ფორმატში უნდა მოხდეს.