ელისაშვილი "ოცნების" სათამაშოა და მასში დიდი ფულს არ გადაიხდიდნენ, ვაშაძეს კი მერაბიშვილი არ აშანტაჟებს - ჩარკვიანი
ელისაშვილი "ოცნების" სათამაშოა და მასში დიდი ფულს არ გადაიხდიდნენ, ვაშაძეს კი მერაბიშვილი არ აშანტაჟებს - ჩარკვიანი

A+ A-

19:30 18/01/2021

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე არც ერთ ადამიანს არ გააჩნია კომპრომატი, მას არავინ ემქურება, არავის მოუსყიდია. მოსყიდული და ფსევდო პოლიტიკოსების მოგონილია, რომ მას სკანდალური ექსმინისტრი, „ნაციონალი“  ვანო მერაბიშვილი ემუქრება. ასე ეხმაურება „2020NEWS”–თან  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ გიორგი ვაშაძეს ვანო მერაბიშვილი და „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალების“ დროინდელი კომპრმატებით აშანტაჟებენ.

ჩარკვიანის თქმით, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ფსევდო“ პოლიტიკოსია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ „დაბალ ფასში“ მოისყიდა.

ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ სათამაშოა. შესაძლოა ის მოსყიდულიც კი იყოს, რადგან ადამიანი, რომელიც გიორგი ვაშაძეს „ჩირქს“ მოსცხებს, ის არ არის ნამდვილი პატრიოტი. ყველამ კარგად დაინახა, ვინ არის და ვის ემსახურება ბატონი ელისაშვილი.

რაც შეეხება „გირჩის“ ერთ–ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას, ძალიან გაკვირვებული ვარ მისით. მიკვირს, რატომ იქცევა ასე?! დღეს, ერთ–ერთ გადაცემაში ისეთი რაღაცეები წამოცდა, რაც არ უნდა ეთქვა. ოპოზიციის შიდა საუბრების გარეთ გამოტანა, ნამდვილად არ არის კარგი საქციელი.

თქვენ კარგად გახსოვთ, არჩევნებამდე როგორ ებრძოდნენ გიორგი ვაშაძეს და როგორ აბრალებდნენ „ოცნების“ პარლამენტში შესვლას, თუმცა კარგად ვხედავთ, რომ ვაშაძე „ქართული ოცნების“ პარლამენტში არ შესულა და არც შევა მანამ, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ.

“სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლისაც ძალიან ბევრ პოლიტიკოსს შურს და მასში გაწევრიანება სურს. დღევანდელი ოპოზიცია მონოლითურია, თუმცა არიან ზოგიერთი, „ფსევდო“, ვითომ პოლიტიკოსები, რომლებიც იმედია, მალე მოიკვეთებიან ჩვენი გაერთიანებიდან“,– აცხადებს ჩარკვიანი სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ ვინმეს, რომ რაიმე სახის კომპრომატი ჰქონოდა 2020 წლის 31 ოქტომბრამდე გამოიყენებდნენ.

„შეიძლება, ადამიანს ასეთი სიბინძურეები მოუფიქრონ? გიორგი ვაშაძეზე რომ ვინმეს რაიმე სახის კომპრომატი ჰქონოდა, მათი აზრით, 2020 წლის 31 ოქტომბრამდე ვერ გამოიყენებდნენ? სრული მარაზმია მსგავსი საქციელი.

გიორგი ვაშაძეს ვერასოდეს მოისყიდიან, აგრეთვე, არანაირი კომპრომატები არ ექნებათ მის წინააღმდეგ, რადგან ის არის უკეთილშობილესი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლისაც ძალიან ბევრს შურს. აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ებრძვიან გიორგის. ოპოზიციის შეცდომა, იცით, სად არის?! გაერთიანებული ოპოზიცია როდესაც იქმნებოდა, დასაწყისშივე ვთქვი, რომ მოიშორეთ ეს ფსევდო პოლიტიკოსები-თქო, მაგრამ არ მოიშორეს.

ხოდა, სწორედ ამ ფსევდოების გამო, არის ოპოზიციაში „უთანხმოება““, - მიაჩნია თაკო ჩარკვიანს.  

მისივე აზრით, ოპოზიციაში არეულობას არასწორი ადამიანები იწვევენ და სწორედ, ასეთია ალეკო ელისაშვილიც, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალით გააპოლიტიკოსა.

თქვენს სააგენტოშიც არაერთხელ მითქვამს, რომ ოპოზიციაში არეულობას არასწორი ადამიანები იწვევენ.

ალეკო ელისაშვილი არის ცრუ, ცუღლუტი ადამიანი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალით გააპოლიტიკოსა. დიახ, ჩვენ გავაპოლიტიკოსეთ და ის ნამდვილად არ არის პოლიტიკოსი.

ალეკო არის გაყიდული, თუმცა სიმართლე გითხრათ, ხელისუფლება ელისაშვილში დიდ თანხას ნამდვილად არ გადაიხდიდა, ამაში ეჭვიც კი არ მეპარება, იმდენად გაიყიდა ელისაშვილი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „გირჩთან“ და „მოქალაქეებთან“ შეხვედრას არ გამართავს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ახალი ინიციატივების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს და ასეთი საკითხის არსებობის შემთხვევაში, მისი განხილვა მხოლოდ ფართო ოპოზიციურ ფორმატში უნდა მოხდეს.

ხატია მამულია