ნაკურთხი წყალი წაიღეთ, ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს - ილია მეორე
ნაკურთხი წყალი წაიღეთ, ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს - ილია მეორე

A+ A-

13:33 19/01/2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს მიმართა და  მრევლს ნაკურთხი წყლის სახლებში წაღების კურთხევა მისცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა, ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.