შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები - ცერცვაძე
შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები - ცერცვაძე

A+ A-

12:57 22/01/2021

ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.