ოკუპირებული ცხინვალიდან მალხაზ ვანიშვილი რუს სამხედროებს გამოექცა
ოკუპირებული ცხინვალიდან მალხაზ ვანიშვილი რუს სამხედროებს გამოექცა

A+ A-

15:17 22/01/2021

მალხაზ ვანიშვილი რუს სამხედროებს ოფიციალური თბილისის მიერ კონტრლირებად ტერიტორიაზე გამოექცა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ოკუპანტების მიერ შექმნილი ბარიერების გამო 3 დღის წინ თავის მოკვლა სცადა და დიდი ოდენობით აბები მიიღო, ახლა ხურვალეთის პოლიციაშია, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მალხაზ ვანიშვილი ცხინვალმა შეიფარა, მისი ცოლი კი ქართულ მხარეს გადასცეს. ასე დასრულდა წყვილის მიერ "მოქალაქეობის" თხოვნა.