პატარა საქართველო დიდ იმპერიასთან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა, იურიდიულ ომში გაიმარჯვა - "The guardian"
პატარა საქართველო დიდ იმპერიასთან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა, იურიდიულ ომში გაიმარჯვა  - "The guardian"

A+ A-

18:34 22/01/2021

საქართველომ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ რუსეთი ოკუპანტია.რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე, სახლების ძარცვასა და დაწვაზე. რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებები 2008 წლის ომში უხეშად დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ავრცელებს.  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოცემა ,,The guardian.com”-იც უძღვნის სტატიას.

როგორც უცხოური გამოცემა იუწყება, რუსეთი ბრალდებულია ეთნიკურად ქართველი ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის. მათ 2008 წელს ადამიანები სახლ-კარის გარეშე დატოვეს.

,,რუსმა ოკუპანტებმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში უამრავი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს ან გაძარცვეს. საქართველომ რუსეთს იურიდიული ბრძოლა მოუგო”, - ნათქვამია სტატიაში.

საეტაპო გადაწყვეტილებით, სასამართლომ განაცხადა, რომ კრემლი იყო დამნაშავე ეთნიკურად ქართველი ხალხის მიმართ არაადანიამურ და დამამცირებელ მოპყრობაში. ყოველივე ეს მოიცავდა ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და მოსახლეობის გაძევებას თავიანთი სახლებიდან.

,,განჩინება გამოვიდა აგვისტოს მწვავე, ხუთდღიანი კონფლიქტიდან 13 წლის შემდეგ რუსულ ძალებსა და ქართულ ჯარებს შორის ომი რუსებმა დაიწყეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მაშინდელმა მთავრობამ დიდი მცდელობის მიუხედავად სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ტერიტორიის კონტროლი ვერ დაიქვემდებარა, რადგან რუსეთმა ამის საშუალება მათ არ მისცეს”. - წერს ,,The guardian.com”.

გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველო-რუსეთის ომიდან 13 წელი გავიდა. მართალია, პატარა საქართველო დიდ იმპერიასთან საბრძოლო ვითარებაში დამარცხდა, თუმცა იურიდიულ ომში გაიმარჯვა და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა ქვეყანაში 230 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გააჩინა. საქართველომ 228 მშვიდობიანი მოსახლე, 170 ჯარისკაცი და 14 პოლიციელი დაკარგა. ამას გარდა ასობით ადამიანი რუსების ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში საქართველო გამარჯვებულად გამოაცხადა“, - წერს გამოცემა.

,,The guardian.com” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან პუნქტებსაც აქვეყნებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი;

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;

მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;

პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;

საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;

ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;

ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება.

გამოცემა წერს, რომ ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით, ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.

„მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო“, - ,,The guardian.com”

ხატია მამულია