მეასე ხარისხოვნები არიან, უნდოდათ ბიჭებს, "ოცნების" პარლამენტში შესვლა - რას გეგმას დაუპირისპირებს ელისაშვილ-კობახიძეს ოპოზიცია?
მეასე ხარისხოვნები არიან, უნდოდათ ბიჭებს, "ოცნების" პარლამენტში შესვლა - რას გეგმას დაუპირისპირებს ელისაშვილ-კობახიძეს ოპოზიცია?

A+ A-

19:15 22/01/2021

,,მოქალაქეების” ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში აღარ არიან. ოპოზიცია რამდენიმე დღეში შეიკრიბება და თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადებენ. ამის შესახებ ,,2020NEWS”-ს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას ,,მოქალაქეების” ლიდერების შეხვედრები ,,ქართულ ოცნებასთან” აღარ აინტერესებს.

,,საერთოდ არ მაინტერესებს ,,მოქალაქეების” ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან”. ჩემთვის და გაერთიანებული ოპოზიციისთვის ისინი მეასე ხარისხოვნები არიან.

თავიდანვე უნდოდათ ბიჭებს ,,ოცნების” პარლამენტში შესვლა და შედიან კიდეც. გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში ისინი აღარ არიან. ვინც ხელისუფლებასთან მიდის მოლაპარაკებებზე და იმ ყველაფერს ივიწყებს, რისთვისაც აქამდე იბრძოდა, მათი ადგილი გაერთიანებულ ოპოზიციაში არ არის.

ძალიან მალე შეკრებას ვაპირებთ ოპოზიცია შეკრებას და მოლაპარაკებებს თუ რა გეგმები უნდა დავისახოთ და როგორ უნდა ვიმოწმედოთ კოორდინებულად”, - განაცხადა დეკანოიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს „მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის, პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე 4 ძირითადი პრობლემა განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციურმა სპექტრმა არალეგიტიმურად ცნო და ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.

ხატია მამულია