თბილისში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე.
ადგილზე სულ 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ხანძრის დროული ლოკალიზება მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობ