"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

A+ A-

13:26 23/01/2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარებს.

 ეს პირველი სხდომაა მას შემდეგ, რაც პარტია ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დატოვა და ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

დღევანდელ სხდომას სწორედ ირაკლი კობახიძე გაუძღვება. სხდომის დაწყებამდე პარტიის წევრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. არც ის საკითხებია ცნობილი, რაზეც დღეს პოლიტსაბჭო იმსჯელებს.