"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ

A+ A-

16:02 23/01/2021

რესპუბლიკის მოედანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები აქციას მართავენ. ისინი ავტოკოლონით ათონელის ქუჩის მიმართულებით, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ, რომელსაც პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო აკეთებდა.

"ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და დამაზიანებელი ქვეყნისათვის. ჩვენ აქ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გამოვახტოთ ჩვენი პროტესტი იმ ქალბატონის მიმართ, რომელსაც უკავია საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, უფრო სწორად, ის დანიშულია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ვინაიდან ის არავის აურჩევია საქართველოს პრეზიდენტად, და დღეს, როცა სალომე ზურაბიშვილი თავს იწონებს სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რამდენიმე წლის წინ მან ქართველი ჯარისკაცები დაადანაშულა სამხედრო აგრესიაში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.