ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის

ბერნი სანდერსმა, ფოტო, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაუღეს და რომელმაც, ბოლო დღეებია, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა, ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის, - ამის შესახებ Rolling Stone-ი წერს.
სვიტერი, რომელზეც სანდერსია გამოსახული, სენატორმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. სამოსის ღირებულება 45 დოლარია და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% ვერმონტში მცხოვრებ მოხუც და გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება.
ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, სანდერსის ფოტო ვირუსულად გავრცელდა და მასზე მრავალი მიმი გაკეთდა.