ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია - "ოცნების" პასუხი ოპოზიციას და ახალი დეტალები ჩუღურეთის გამგებლის ბრალდებულ მოადგილეზე
ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია - "ოცნების" პასუხი ოპოზიციას და ახალი დეტალები ჩუღურეთის გამგებლის ბრალდებულ მოადგილეზე

A+ A-

19:15 26/01/2021

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები უნდა განაახლონ, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურა და დედაქალაქის პირველი პირების ლილუაშვილ-კალაძის ე.წ. დაპირისპირება უბრალოდ, ჭორია. მეტიც, ამ ჭორს არაფერი აკავშირებს ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის, ლადო გოგსაძის დაკავებასთან. დაკავების დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი, როდესაც გამოძიება სიმართლეს დაადგენს. ასე ეხმაურება ,,2020NEWS”-თან ,,ქართული ოცნებისერთ-ერთი წევრი, საკრებულოში ჩუღურეთის ექსმაჟორიტარი დეპუტატი და ამჟამად პარლამენტარი  რიმა ბერაძე მისი ყოფილი სადეპუტატო ოლქის  გამგებლის მოადგილის დაკავების საკითხსა და ოპოზიცია ხელისუფლების მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივას.

სხვათაშორის,  ბერაძესა და გოგსაძეს, როგორც დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ  ერთობლივი საქმიანობა და ორივე  თბილისის მერის, კახი კალაძის გუნდის წევრია. ბერაძე „2020NEWS“-თვის მიცემულ ინტერვიუში დაწვრილებით იხსენებს, როგორ მივიდა გოგსაძე პირველად „ქართული ოცნების“ ოფისში.

ამასთანავე, „ოცნების“ დეპუტატი თვლის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაიმართოს, რათა ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების აღდგენას ითხოვენ. რას ფიქრობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა აღდგეს თუ არა მოლაპარაკებების მაგიდა?

- აუცილებლად, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები. მივესალმები ამ ინიციატივას. მოლაპარაკებები აუცილებელია. უნდა შევთანხმდეთ რაიმე კონკრეტულ საკითხზე, რათა ოპოზიცია ვიხილოთ პარლამენტში.

,,ქართული ოცნებისმხრიდაან წითელი ხაზებია - ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა იყო ისეთი რაღაცეები, რაზეც ვთანხმდებოდით.

პირადად მე, როგორც ხელისუფლების რიგითი წარმომადგენელი, ვემხრობი მოლაპარაკებების გაგრძელებას და იმედი მაქვს, მე-5 რაუნდს სულ მალე ვიხილავთ....

ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციასთან მოვილაპარაკებთ. ხელისუფლება დღემდე ელოდება ოპოზიციონერებს საქართველოს პარლამენტში.

რა ხდება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის, ლადო გოგსაძი საკითხთან დაკავშირებით, თქვენ კარგად იცნობთ დაკავებულს?

 - ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით.

მეც იგივე ვიცი, რაც თქვენ... საინფორმაციოს საშუალებით გავიგე ეს ამბავი.

დიახ, დაკავებული ჩემი გუნდის წევრი გახლდათ. 2014 წელს მოვიდა ჩვენთან. ძალიან დადებითი და კონუნიკაბელური ადამიანი გახლდათ.

როდესაც მისი დაკავების შესახებ შევიტყვე, ძალიან განვიცადე....

დედაქალაქის მერის კადრის, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებასთან კავშირი აქვს თუ არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და კახი კალაძის  ფარულ დაპირისპირებას?

- ეს არის უბრალო ჭორი, რომელსაც არავინ არ უნდა აყვეს. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და სწორედ მაშინ შევიტყობთ სიმართლეს“.

„2020NEWS“ კი, უკვე წერდა, რომ სუსის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. მეტიც, სუსის ანტიკორუფციულ სამსახურის თაროებზე, რეიტინგული “ოცნებელის“ გასაკონტროლებლად, უამრავი კორუფციული საქმეა შემოდებული, როგორც თავად კალაძეზე, ასევე მის გამგებლებსა და მათ მოადგილეებზე. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

ხატია მამულია