სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა
სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა

A+ A-

09:45 27/01/2021

სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.

ენტონი ბლინკენი აშშ-ს რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბლინკენის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა 22 რესპუბლიკელმა სენატორმა მისცა.

ბლინკენი ჯო ბაიდენის დიდი ხნის მოკავშირეა. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი გახდა.