ვატო შაქარაშვილი თბილისის მერიას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და საკითხის შესწავლას ითხოვს
ვატო შაქარაშვილი თბილისის მერიას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და საკითხის შესწავლას ითხოვს

A+ A-

10:03 27/01/2021

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომლითაც, მისი აზრით, მერიის მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა დასტურდება. ამასთან, საკრებულოს წევრი აქვეყნებს წერილის ფოტოსაც, რომელიც მან მერიის აუდიტის სამსახურს გაუგზავნა.

დეპუტატის განცხადებით, არაერთ კითხვას აჩენს მერიის მიერ საბიუჯეტო თანხებით გარე-სარეკლამო აბრების მომსახურების შესყიდვა, -  საახალწლო მისალოცის განთავსების მიზნით, მაშინ როცა პანდემიის გამო  ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია.  ვახტანგ შაქარიშვილი  თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს მიმართავს და მოკვლევის დაწყებას ითხოვს.

„აღნიშნული ხარჯი არამიზნობრივი და არარაციონალურია, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამასთან, აუცილებელია მოხდეს შესყიდვის პროცესის დეტალური შესწავლა. დასადგენია - როგორ შეირჩა სერვისის მიმწოდებელი კომპანია? ჩატარდა თუ არა ელექტრონული ტენდერი? რა დაუჯდა ბიუჯეტს მომსახურების შესყიდვა?“- წერს შიდა აუდიტის სამსახურისთვის მიწერილ წერილში საკრებულოს დეპუტატი, შესაძლო კორუფციის ნიშნებზე კი მოკვლევის ჩატარებას ითხოვს.