მელაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მოსაზრება, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის, თავისთავად, ქვეყნის ღალატის აღიარებაა - წილოსანი
მელაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მოსაზრება, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის, თავისთავად, ქვეყნის ღალატის აღიარებაა - წილოსანი

A+ A-

13:19 29/01/2021

გირაოთი გათავისუფლებული, ბრალდებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის მხრიდან, ერისა და ბერის მიმართ გამოხატულმა აგდებულმა დამოკიდებულებამ, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, იმის მტკიცებამ, რომ გარეჯი საქართველო არაა, ნამდვილად დაამტკიცა ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ბრალის სიზუსტე. მეტიც, ოპოზიციისა და ბრალდებულების პოზიცია თავისთავად სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ასე ეხმაურება ,,2020NEWS”-თან  ექსკლუზიურად ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი კარტოგრაფი ივერი მელაშვილის სიტყვებს, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს საკუთრება არ არის, რასაც სოციალურ ქსელებში საზოგადოების გაღიზიანებამოყვა.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო შეძლებს, დაიცვას ქვეყანა, როგორც საზღვრების დადგენის პროცესში, ასევე მოღალატეების გამოვლენის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, გუშინ კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლების შემდეგ,  ქვეყნისთვის საზიანო პოზიციის ირგვლივ, ერთეული ადამიანები გაერთიანდნენ და ზეიმობდნენ გირაოთი გათავისუფლებას იმ ბრალდებულების , რომლებსაც ბრალი  ქვეყნისთვის საზღვრების  საზიანოდ დადგენაში ედებათ.

,,გუშინ მთელი დღის მანძილზე თვალს ვადევნებდით, როგორ ერთიანდებოდნენ ქვეყნისთვის საზიანო პოზიციის ირგვლივ ერთეული ადამიანები და ზეიმობდნენ გირაოთ იმ ბრალდებულების გათავისუფლებას, რომლებსაც საზღვრების ქვეყნისთვის საზიანოდ დადგენაში ედებათ ბრალი.

მათი ამ ბრალის საფუძვლიანობა, თითქოს, კარგად გამოხატა ივერი მელაშვილის გუშინდელმა განცხადებამაც, დავით გარეჯთან დაკავშირებით, ასევე ერის, ბერისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ გამოხატულმა აგდებულმა დამოკიდებულებამ”, - განაცხადა წილოსანმა სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, კარტოგრაფი ივერი მელაშვილისდა ,, ნაციონალური მოძრაობის” მოსაზრება, თითქოს დავით გარეჯი საქართველო არ არის, უკვე, თავისთავად ღალატია: ქვეყნის, ერისა და სარწმუნოების.

,,ივერი მელაშვილისა და ,,ნაცმოძრაობის” მოსაზრება, თითქოს, დავით გარეჯი საქართველო არ არის, უკვე, თავისთავად, ღალატია ქვეყნის, ერისა და სარწმუნოების.

ამ მახინჯი იდეოლოგიის, მცირე ადამიანთა ჯგუფის საპირისპიროდ კი, ვდგავართ უმრავლესობა, ვინც ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე შენარჩუნებული ქვეყნის ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობა ახლა ჩვენი დასაცავია.

იმედი მაქვს, რომ ამდენი წინააღდეგობრივი ქმედებების მიუხედავად, სახელმწიფო შეძლებს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, როგორც ჩვენი საზღვრების მაქსიმალური დაცვით, ასევე ყველა დამნაშავე და მოღალატე ადამიანის გამოვლენით”, - განუცხადა “2020NEWS”-ს წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა კარტოგრაფებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებდა.

29 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20 000-20 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა - ივერი მელაშვილის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მელაშვილმა პირველი ვრცელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საზიანო შეთანხმება არ მომხდარა და საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც კი არ შეცვლილა.

ასევე მან განაცხადა, რომ დავით გარეჯში ჩასული მაღალი თანამდებობის პირები არ უნდა ამბობდნენ, „ეს ტერიტორია ჩვენია, რადგან არ არის“.

ხატია მამულია