ენერგეტიკული სექტორი ტექნოლოგიურ აქციებს ინიციატივას ართმევს - "ველსის" ამბები მსოფლიოს საფონდო ბირჟებიდან
ენერგეტიკული სექტორი ტექნოლოგიურ აქციებს ინიციატივას ართმევს - "ველსის" ამბები მსოფლიოს საფონდო ბირჟებიდან

A+ A-

18:03 04/02/2021

ოთხშაბათი, 2021 წლის 03 თებერვალი

  1. აშშ-ს ბაზრები არაერთგვაროვანია
  2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
  3. დიდი ამბავი: ბეზოსი გადადგება

 

ენერგეტიკული სექტორი ტექნოლოგიურ აქციებს ინიციატივას ართმევს

აშშ-ს კაპიტალის ბაზრებმა დღე არაერთგვაროვნად ჩაამთავრეს, რომელიც Nasdaq-ის ინდექსის ვარდნითა და GOOGL-ის ჩინებული მოგებით აღინიშნა. ეს უკანასკნელი სამშაბათს Alphabet-ს მიერ მოსალოდნელზე უკეთესი ანგარიშის გამოქვეყნებამ განაპირობა. დიდი კაპიტალის მქონე სხვა ტექნოლოგიურმა აქციებმა ამ ტემპს ფეხი ,,ვერ აუწყვეს’’, ვინაიდან ინვესტორები ენერგეტიკული სექტორისკენ იხრებოდნენ. აქ კი ნავთობი სულ უფრო მყარდება.

სამედიცინო კანაფის სივრცეში დიდი ორგანიზაციულ შერწყმის ფონზე სექტორში ხმაური ატყდა, თუმცა მარიხუანის აქციების ირგვლივ მთელი წლის განმავლობაში ეიფორია ტრიალებდა. ეს გარიგება ამ ბიზნესისა და, შესაბამისად, კანაფის ლეგალიზაციის გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია.

ინვესტორთა ყურადღება ოქსფორდის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) დადებითმა სიახლემ მიიპყრო. აქ AstraZeneca-ს კოვიდ-ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები იკლებს, თუმცა პარალელურად საქმეში ვირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამი ერთვება. მიუხედავად ამისა, ვაქცინის ირგვლივ შექმნილ სიტუაცია სულ უფრო მეტად იმედისმომცემ სახეს იღებს.

 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში 7%-ით იწევს მას შემდეგ, რაც მან მე-4 კვარტლის მოგებითა და შემოსავლებით პროგნოზებს გადაუსწრო. Search-სა და YouTube-ში ედვერთაზინგის გაზრდის საფუძველზე, შემოსავალმა წლიურად 23%-ით მოიმატა და $56,9 მლრდ შეადგინა, რაც ერთი კვარტლისთვის რეკორდია. ამან 2020 წლის ფინანსური წლის გაყიდვები $182.5 მლრდ-მდე აიყვანა. მოგება თითოეულ აქციაზე $22,30-ს აღწევს (გასულ წელს $15,35-ს უდრიდა).
  • აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელინი ამ კვირაში ფინანსური რეგულაციათა ორგანოების მთავარ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მიზანი „მიმების აქციებით’’ (ონლაინ-აქციები, რომლებიც ხალხზე დიდ ზემოქმედებას ახდენს - რედ.) გამოწვეული ბაზრის სიმყიფის საკითხის განხილვაა; ასევე გადაიხედება ბოლო პერიოდის აქტივობები, რომლებმაც ინვესტორთა დაცულობა და ბაზრების სამართლიანობა და ეფექტურობა კითხვის ქვეშ დააყენა. მარეგულირებელი ორგანოების სახით წარსდგებიან: ფასიანი ქაღალდების და ვაჭრობის კომისია (SEC), ფედერალური სარეზერვო სისტემა, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი და საქონლის ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია.
  • ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ იტალიის პრეზიდენტის წინადადება მიიღო, რომელიც ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნასა და ახალი არჩევნების თავიდან აცილებას მოიაზრებს. ამ სიახლემ FTSE MIB-ის (Milano Italia Borsa) ინდექსი გაამყარა, ხოლო ობლიგაციების შემოსავლის ნიშნული კი, პირიქით, დაბლა დასწია. იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც აწ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა და ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით კოალიციის შეკვრა წარმატებით ვერ შეძლო.
  • GlaxoSmithKline-მა და CureVac-მა ხელი მოაწერეს $180-მილიონიან პარტნიორულ შეთანხმებას, რომელიც მომავალი თაობის mRNA ვაქცინებზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს. მათ სამიზნეს კორონავირუსის ახალი შტამები წარმოადგენს, ამოცანას კი - ცალკეული ვაქცინის შექმნა. GSK ასევე CureVac-ის კოვიდ-ვაქცინის კანდიდატის (,,CVnCoV’’) პირველი თაობის 100 მილიონამდე დოზის ქარხნულ წარმოებაში ჩაერთვება.
  • Wall Street Journal-ის თანახმად, Kraft Heinz ახლოსაა შეთანხმებასთან, რომელიც თავის კუთვნილ სნექების მწარმოებელ, ,,Planters’’-ს Hormel Foods-ის კომპანიას გადასცემს. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ასევე მიწის თხილის კარაქის, Skippy-ის საწარმოებს ფლობს. დაახლოებით $3-მილიარდიანი გარიგება შეიძლება მომდევნო კვირასვე გაფორმდეს. Kraft-მა საკუთარი ყველის ბიზნესის ნაწილი სექტემბერში $3,2 მილიარდად ფრანგულ კომპანია Lactalis-ს მიჰყიდა.
  • Ethereum, - ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალის მქონე კრიპტოვალუტა Bitcoin-ის შემდეგ - CME Group-ის მიერ მისი ფიუჩერსების ამოქმედებამდე ზრდას განაგრძობს. ახალი კონტრაქტები ძალაში 8 თებერვლიდან შევა, ანგარიშსწორება კი ნაღდი ფულით, ეთერ-დოლარის კურსის საფუძველზე განხორციელდება. CoinMarketCap-ის თანახმად, ციფრულმა მონეტამ ოთხშაბათს ისტორიაში ყველაზე მაღალფასიან ნიშნულს, $1500-ს მიაღწია.
  • Financial Times-ის თანახმად, Under Armour-ის ფირმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) საფინანსო ლიცენზირებაზე შეთანხმებას ასრულებს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წელს იწურება. ამჟამად კომპანია რესტრუქტურიზაციის გეგმაშია ჩართული.
  • S&P Global Market Intelligence მონაცემების თანახმად, აშშ-ში კორპორაციული გაკოტრების საქმეთა რაოდენობა იანვარში 45-მდე ავიდა (დეკემბერში 39-ს უტოლდებოდა). ბოლო 10 თვეში გაკოტრების უდიდესი წილი სამომხმარებლო-დისკრეციულმა კატეგორიამ შეადგინა. გასულ წელს სულ 630 ასეთი დოკუმენტი შედგა, რაც ათწლეულის ანტირეკორდია.

 

 

 

 

ელექტრონული კომერციის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ორგანიზაციის სათავეში 25-წლიანი პერიოდის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. ამა წლის მესამე კვარტალში მას ენდი ჯესი შეცვლის, თავად კი  აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას შეითავსებს. მ. პრინსტონის სასწავლებლის 57 წლის კურსდამთავრებული და მოკრძალებული წარმომავლობის მქონე უოლ-სტრიტის ყოფილი თანამშრომელი, რომლის კარიერა ერთ დროს წარმოუდგენელ მიღწევებს მოიცავს, - მოკლედ შეგვიძლია ასე დავახასიათოთ მისი ბიოგრაფია. ბეზოსმა ამ ხნის განმავლობაში $1,7 ტრლნ-ით შეფასებული კაპიტალი გამოიმუშავა. 

ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, როდესაც მისი ყურადღება მიიპყრო სტატისტიკამ, რომ ვებ-ქსელის მოხმარება წელიწადში 2,300%-ით იზრდებოდა. ,,იცით, ასე სწრაფად ზოგადად არაფერი იზრდება. ეს ძალზე უჩვეულოა და ამან ფიქრი დამაწყებინა, თუ რა სახის ბიზნეს-გეგმას შეიძლებოდა გაემართლებინა ასეთ კონტექსტში’’, ამბობდა ბეზოსი. მისი თავბრუდამხვევი აღმასვლა კრიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ. მისი მმართველობის დროს, Amazon-ს რამდენჯერმე ბრალი დასდეს საწყობისა და მიმწოდებელ მუშაკებთან ცუდ მოპყრობაში, მონოპოლიური სტატუსის მოპოვების მცდელობასა და კორპორატიული გადასახადებისგან თავის არიდებაში.

 დიდძალი მოგების მიზეზი

სიეტლში დაფუძნებულმა კომპანიამ სამშაბათს 2020 წლის მე-4 კვარტლის  მოგების პროგნოზები გააცამტვერა. კვარტლურმა შემოსავალმა $100 მლრდ-ის ნიშნულს პირველად გადააბიჯა, გაიზარდა რა 44%-ით წლიდან წლამდე. ჯამში, სადღესასწაულო პერიოდში მოგებამ $125,6 მლრდ შეადგინა. წმინდა გაყიდვები წლის მანძილზე 38%-ით გაიზარდა და $386.1 მლრდ-ს გაუთანაბრდა. ამრიგად, სოციალური დისტანცირება და ე.წ. ლოქდაუნები ონლაინ-გაყიდვების ბიზნესს ძლიერ წაადგა.

 ,,როდესაც ჩვენს ფინანსურ მონაცემებს ათვალიერებთ, სინამდვილეში გამოგონების გრძელვადიანი კუმულაციური შედეგებს ხედავთ. ჩემთვის Amazon-ი ყველაზე მეტად გამომგონებლური ბრენდი სწორედ ახლაა. ასე რომ, ტრანზიციისთვის ოპტიმალური დროა", - განაცხადა ბეზოსმა პრეს-რელიზში. მისი თქმით, იგი მონაწილეობას მიიღებს Amazon-ის მნიშვნელოვან ინიციატივებში, როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე, თუმცა ,,მეტი დროსა და ენერგიას დაუთმობს Day 1 Fund-ს, Bezos Earth Fund-ს, Blue Origin-ს, Washington Post-სა და მის სხვა ვნებებს’’. Amazon ძლიერ შეცვლილ სამყაროში თავისი არსებობის ახალ ფურცელს შლის. ახალი გამოწვევები უამრავია, თუმცა ბეზოსი თავისი გადაწყვეტილების მიღებაში ამას არ დაუბრკოლებია.

ვინ არის ენდი ჯესი?

51 წლის ჯესი Amazon Web Services-ის თანადამფუძნებელი და მისი ხელმძღვანელია. იგი Amazon-ში თითქმის ბეზოსის მოსვლის დროიდან იმყოფება, მას შემდეგ, რაც 1997 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში დასკვნითი გამოცდა ჩააბარა.

 

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

16. "COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების რყევების მიმოხილვა "ველსისგან" 

 
 
 
 
 
 
 
 

26. დიდი რიცხვი: 400 მილიარდი ნავთობის ფასი ეცემა - "ველსის" ამბები

 

Amazon-ის ე.წ. ,,ქლაუდ-განყოფილებამ’’ მისი მმართველობის დროს ფენომენალურ წარმატებებს მიაღწია. ახლა ის კომპანიის ყველაზე მომგებიანი სეგმენტი და სწრაფად მზარდი ბაზრის ლიდერია (იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა). 2020 წლის მეოთხე კვარტალში ის $12,7 მლრდ-ს ითვლიდა, რაც Amazon-ის მთლიანი გაყიდვების 10%-ია. ანალიტიკოსების შეფასებით, ჯესის მემკვიდრედ არჩევა მომავალში ტექნიკურ ინოვაციასა და ქლაუდ-სეგმენტზე სწორების ნიშანია. შესაძლოა, ამან კორპორატიულ სპინ-ოფამდეც (ერთი კომპანიის აქციების გამოყოფა მეორე მშობელი კომპანიისგან - რედ.) მიგვიყვანოს.

 

მსგავსი თემები