"უკრაინის მოქალაქეები კურდღლები არ არიან, არ გვაქვს უფლება, მათზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ"
"უკრაინის მოქალაქეები კურდღლები არ არიან, არ გვაქვს უფლება, მათზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ"

A+ A-

16:19 08/02/2021

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული ვაქცინის ეფექტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის და უკრაინელებზე ექსპერიმენტებს არავინ ჩაატარებს.

„ის, რომ „სპუტნიკV“-ი გარანტირებულ შედეგს იძლევა, ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის მოქალაქეები არიან ადამიანები და ბოდიში ასეთ შედარებაზე, არა კურდღლები. არ გვაქვს უფლება, მათზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინა მოლაპარაკებებს ვაქცინების მხოლოდ წამყვან მწარმოებლებთან ახორციელებდა.

"თებერვალში Pfizer-ის ვაქცინას მივიღებთ. დღეს ასევე მექნება საუბარი Pfizer-ის ხელმძღვანელთან. ვაქცინის პირველ ნაწილს აუცილებლად მივიღებთ", - აღნიშნა მან.