ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვამდე გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს
ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვამდე გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს

A+ A-

16:15 13/02/2021

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გუანტანამოს ციხის დახურვა სურს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიხურება თუ არა ციხე ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ფსაკიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია სწორედ ამ მიზნისკენ ისწრაფვის.

ამჟამად გუანტანამოს ციხეში სასჯელს 40-მდე პატიმარი, მათ შორის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ხალიდ შეიხ მუჰამედი იხდის.