"ეს არის თქვენი სანაქებო "მართლმსაჯულება", უსინდისო და უსახო მონებო"
"ეს არის თქვენი სანაქებო "მართლმსაჯულება", უსინდისო და უსახო მონებო"

A+ A-

21:45 17/02/2021

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიას თქმით, ია კერზაიას საქმის პროკურორი ია დარჯანია, ამჯერად ნიკა მელიას პროკურორია.

"2019 წლის 23 აგვისტოს, ია კერზაიას საქმის გამოძიების შეწყვეტაზე ჩვენი ინფორმაციით, ხელი არ მოაწერა საქმის პროკურორმა, რომელიც პირველი დღიდან ხელმძღვანელობდა გამოძიებას.

მაშინ უნდა ეპოვათ პროკურორი, რომელიც ამ სიბინძურეზე წავიდოდა და ეს ადამიანი აღმოჩნდა ია დარჯანია. მან უკანონო დავალება მალევე შეასრულა.

ქალბატონი დარჯანია არის დღეს ნიკა მელიას საქმის პროკურორი და ითხოვს მის დაპატიმრებას. ეს არის თქვენი სანაქებო ,,მართლმსაჯულება", უსინდისო და უსახო მონებო", - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.