არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.
ახალი პრემიერის კანდადატურაზე მსჯელობა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში დღეს, მოგვიანებით გაიმართება.
ასევე, ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის სურვილი აქვს თბილისის მერს კახა კალაძესაც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ხვალ დაასახელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან დღეს გადადგა.