"აუცილებელია პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს ქალბატონი - ობიექტურია, ოპერატიულია, კოლეგიალურია"
"აუცილებელია პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს ქალბატონი - ობიექტურია, ოპერატიულია, კოლეგიალურია"

A+ A-

15:41 18/02/2021

ენდოკრინოლოგი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კოლეგებთან ერთად ახალ პრემიერ-მინისტრად ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მოიაზრებს.

"დროის სწრაფი ცვლილება ახალი იდეების სტიმულატორია. აუცილებელია პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს ქალბატონი - პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში. მე და ჩემი კოლეგები მოვიაზრებთ მნიშვნელოვანი დარგის გამოცდილ მეთაურს - ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც შესანიშნავად ართქმევს თავს კოვიდ-19-თან ბრძოლას, ობიექტურია, ოპერატიულია, კოლეგიალურია და ადამიანებთან უერთიერთობა პრიორიტეტად მიაჩნია", - წერს ყურაშვილი.