აბაშიძეზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
აბაშიძეზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

A+ A-

23:49 18/02/2021

თბილისში, ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ტროტუარზე მყოფ მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი მაღაზიის წინ, ბორდიურზე ავარდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.