ხუდადოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა
ხუდადოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა

A+ A-

14:55 21/02/2021

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.