"ვერ ვინატრებდით, რომ "ნაცმოძრაობის" რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში"
"ვერ ვინატრებდით, რომ "ნაცმოძრაობის" რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში"

A+ A-

16:47 22/02/2021

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მმართველი გუნდისთვის "უნიკალური შესაძლებლობაა", რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ შევიდა.

ღარიბაშვილის თქმით, თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშილს გაემიჯნება, "ქართული ოცნება", მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის.

"ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. ვთქვათ პირდაპირ, ვერ ვინატრებდით, რომ ნაცმოძრაობის რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათი არჩევანით, მათივე სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და მის შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე კამათისთვის",-განაცხადა ღარიბაშვილმა.