გიორგი ბოტკოველი გაათავისუფლეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი გაათავისუფლეს.
ბოტკოველი ორი საათის წინ პარტიის ოფისთან დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დღეს დილით 20-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
სპეცრაზმმა დღეს დილით ნიკა მელია დააკავა.