"ბარამიძემ დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ის, სავარაუდოდ, კლინიკაშია"
"ბარამიძემ დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ის, სავარაუდოდ, კლინიკაშია"

A+ A-

11:05 23/02/2021

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა.

მათ "ფორმულას" განუცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება ბარამიძე, მათივე ცნობით, ის, სავარაუდოდ, პოლიციამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტიის ოფისთან 21 პირი დააკავეს, მათ შორის არის თუ არა ბარამიძე, უწყებაში, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.