"ნიკა მელიას შეეძლო გადაეხადა გირაოს თანხა, სამწუხაროდ, მან დაძაბულობის შექმნის გზა აირჩია"
"ნიკა მელიას შეეძლო გადაეხადა გირაოს თანხა, სამწუხაროდ, მან დაძაბულობის შექმნის გზა აირჩია"

A+ A-

12:46 23/02/2021

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მან სამწუხაროდ, დაძაბულობის შექმნის გზა აირჩია.

"2012 წელს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და ბინძური რეჟიმის დასრულების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში კანონი ყველასათვის თანაბარია.

საქართველოში ისევე, როგორც უკლებლივ ყველა ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირისა და პარტნიორ სახელმწიფოში, კანონდარღვევაზე კანონით გათვალისწნებული რეაგირება ხდება. მმართველი თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, გნებავთ  ტელკომპანიების მფლობელობა და ფინანსირება, ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონის ძარცვაზე , სახელმწიფო ინსტიტუტებზე  ძალადობრივ შეტევებზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებეზე ნებართვას არ გულისხმობს. ასეა ეს საქართველოშიც, ამერიკაშიც და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც.

რაც შეეხება ბატონ ნიკა მელიას დაკავებას, მასაც და   მის ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, მას სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე შეეძლება წარსდგეს. ნიკა მელიას შეეძლო გადაეხადა გირაოს თანხა, ეს მას საშუალებას მისცემდა საკუთარი  ოფისიდან და სახლიდან მომზადებულიყო სასამართლოსთვის, სამწუხაროდ, მან დაძაბულობის შექმნის გზა აირჩია.

ნიკა მელიას  და მის უცხოელ გულშემატკივრებს უნდა კარგად ახსოვდეთ, სააკაშვილის, ბურჯანაძის, ქარდავას, ახალაიების, ბოკერია, მერაბიშვილ - ბარამიძის „სამართალი“ და დაკავების „მეთოდები“. დღეს სხვა საქართველოა! სააკაშვილის ბინძური რეჟიმის, მით უმეტეს, ძალადობრივი გზით მობრუნებას არც სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი აღარასოდეს დაუშვებს", - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.