"ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული და ევროპული ღირებულებები, მოდით 15:00 საათზე, კანცელარიასთან"
"ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული და ევროპული ღირებულებები, მოდით 15:00 საათზე, კანცელარიასთან"

A+ A-

13:09 23/02/2021

ხელისუფლების დღევანდელი ქმედების შედეგად ქვეყანა დადგა არჩევანის წინაშე - ჩვენ ან ვართ დემოკრატიული და ცივილური სამყაროს ნაწილი, ან ვხდებით რუსეთის გუბერნია, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

"დღევანდელი დღე არის წყალგამყოფი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს უპირისპირდება ციხით, ძალადობით, ცრემლსადენი გაზით, დარბევით, ხელისუფლებას, რომელიც გადის ყოველგვარი სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოდან, აღარ აქვს უფლება იწოდებოდეს საქართველოს ხელისუფლებად!

მოგიწოდებთ ლელოელებს, ჩემს თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული და ევროპული ღირებულებები, მოდით დღეს 15:00 საათზე, კანცელარიასთან.

ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა!", - აცხადებს ხაზარაძე.