"მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს"
"მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს"

A+ A-

13:22 23/02/2021

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო მოელის, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ბეჯითად მუშაობდა.

აღნიშნული პოლიტიკური უთანხმოებების დიალოგის გზით მოგვარებასა და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას მოიცავს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.