"მელიასგან უნდათ ისეთი პერსონის გამოყვანა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, რაც ასე არ მოხდება"

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო, რითაც ერთი მხრივ, შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე მხრივ, მისგან ისეთი პერსონის შექმნა სცადეს, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩემი შეფასებით, მხოლოდ მელიას არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი პატიმრობა, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა – ერთი ის, რომ შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე ის, რომ მელიასგან უნდათ ისეთი პერსონის გამოყვანა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, რაც ასე არ მოხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სპეცრაზმმა 23 თებერვალს პარტიის ოფისში დააკავა.