"სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო"
"სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო"

A+ A-

20:32 24/02/2021

ნიკა მელიას მამის, კარდიოლოგ ანზორ მელიას თქმით, ნიკა მელიას მხარდამჭერი განცხადებები დასავლეთიდან მას უმტკიცებს, რომ მსოფლიო ჩალით გადახურული არ არის.

"ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია დამნაშავე არ არის. ნიკა მელიას მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. პრემიერმინისტრი ჯერ დანიშნული არ იყო და ნიკას რა სიტყვებით მოიხსენიებდა. როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანს ტერორისტი უწოდო. დაამტკიცოს ღარიბაშვილმა, თორემ ჩვენ ახლო მომავალში მას თვითონ დავუმტკიცებთ, რა კორუმპირებულია", - განაცხადა ანზორ მელიამ "ფორმულას" ეთერში.

ანზორ მელია ასევე დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია სახლში მალე დაბრუნდება.

"ერთ კვირაში ნიკა იქნება სახლში, მე დარწმუნებული ვარ. თუ ამ მთავრობას კიდევ შერჩენია საღი აზროვნება, თუ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელსაც ქვეყნის ბედი გულთან ოდნავ მაინც მიაქვს, მათ მიერ მიტაცებული სასამართლოთი ნიკა უნდა გაამართლონ. ამის შანსი ამ სასამართლოს აქვს.

ერთადერთი, რასაც განვიცდი - სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო და ეს როგორ შეიძლებაო. ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ტელევიზორიც გამორთული გვაქვს, როცა სანდრო ჩვენთან არის, მაგრამ ამ ბავშვმა რაღაც იცის. ადრე ჩვენთან სულ რჩებოდა ხოლმე, ახლა დედასთან ყოფნას ითხოვს", - ამბობს ანზორ მელია.